დუბაიში გამართულ კერძო კონცერტზე, ბიონსემ თავის ქალიშვილთან ერთად იმღერა

ბიონსემ ბლუ აივი სცენაზე Brown Skin Girl-ის შესასრულებლად მიიწვია.

დუბაიში გამართულ კონცერტზე, ბიონსესთან ერთად აუდიტორიის წინაშე მომღერლის 11 წლის ქალიშვილი ბლუ აივი წარდგა. ბიონსემ იგი სცენაზე Brown Skin Girl-ის  შესასრულებლად მიიწვია. 

კონცერტი დუბაის მაღალი კლასის სასტუმროს გახსნის ფარგლებში გაიმართა.  როგორც The Hollywood Reporter იუწყება, მუსიკალური შოუ  საათსა და 15 წუთს გრძელდებოდა. საღამოზე ვარსკვლავმა თავისი არაერთი  ძველი ჰიტი შეასრულა, მათ შორის Crazy In Love, Countdown, Naughty Girl, Halo და სხვა. Შოუს უკანასკნელი სიმღერა  Drunk In Love იყო. დახურულ კონცერტს მხოლოდ სპეციალურად მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო Jay Z. . 

რაც შეეხება სიმღერას – Brown Skin Girl, ის „გრემის“ ჯილდოს მფლობელი ნამუშევარია, რომელსაც ბიონსე და ბლუ აივი ერთად ასრულებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat პარიზის მოდის კვირეულზე სვაროვსკის თვლებით შექმნილი წითელი კოსტიუმით გამოჩნდა

შემდეგი სტატია

„სათბური“ –  ხუთი ქალი არტისტის ერთობლივი მულტიმედია პროექტი სახელოვნებო კომპანიაში „ღია სივრცე“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი