ფარელ უილიამსი ემანუელ მაკრონს შეხვდა

მომღერალმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ფარელ უილიამსი „ელისეის სასახლეს“ სპეციალური ვიზიტით ესტუმრა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. ვარსკვლავმა და ქვეყნის პირველმა პირმა ინტერნეტ უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

უსაფრთხო სივრცე ყველასათვის, დაცული და გახსნილი, მშვიდი და დემოკრატიული, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. სწორედ ასეთი უნდა იყოს ინტერნეტი, განსაკუთრებით კი – ბავშვებისათვის. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა. ხელოვანებო, შემოგვიერდით და ხმა ერთად ავიმაღლოთ. ფარელ უილიამს, მადლობა ჩართულობისათვის.“ – ვკითხულობთ მაკრონის ტვიტში. პრეზიდენტის მიერ twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, მაკრონი და უილიამსი შავ კლასიკურ კოსტიუმებში პოზირებენ. 

როგორც მედია პლატფორმა  RTL იუწყება, ემანუელ მაკრონის სპიკერი შეხვედრას კომენტარით გამოეხმაურა. „ფარელ უილიამსი აქტიურად არის ჩართული ციფრული სამყაროს გამოწვევებთან და ინტერნეტის მავნე შედეგებთან გამკლავების პროცესში. ეს კარგია, რადგან მას შეუძლია, ხმა დიდ აუდიტორიას მიაწვდინოს.“ – აღნიშნულია განცხადებაში.  

ფარელ უილიამსი პარიზში გამართულ საქველმოქმედო მუსიკალურ საღამოზეც გამოჩნდა. აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიებების სერიას ორგანიზებას ქვეყნის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი უწევს. 

ნახეთ ფარელ უილიამსისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივი ფოტო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსი 2023 წლის „გრემის“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე იმღერებს

შემდეგი სტატია

მომღერალი რიტა ორა მსახიობ ტაიკა ვაიტიზე დაქორწინებას ადასტურებს. მისი ბოლო მუსიკალური ვიდეო კლიპი – You Only Love Me ამას ამტკიცებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი