შაკირა ჟერარდ პიკესა და მისი ახალი მეგობარი გოგონას ერთად გამოჩენას ვიდეოთი ეხმაურება

„ქალები აღარ ტირიან, ქალები ცეკვავენ მერენგეს!” – დაწერა კოლუმბიელმა ვარსკვლავმა
შაკირა კანის 75-ე კინოფესტივალზე
LOIC VENANCE/AFP via GI

შაკირა ჟერარდ პიკეს ახალ სასიყვარულო ურთიერთობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. Მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ახალგაზრდა მეგობარი გოგონა გამოაჩინა, კოლუმბიელმა ვარსკვლავმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც Bizarrap-თან ერთად ჩაწერილი ახალი სიმღერის ფონზე ცეკვავს. 

„ქალები აღარ ტირიან, ქალები ცეკვავენ მერენგეს!” –  დააწერა შაკირამ ვიდეოს. 

სიმღერაში BZRP Music Session #53, რომელიც ბილბორდის ცხელი ლათინური სიმღერების ჩარტში პირველი ადგილზე მოხვდა, იგი ტექსტით თავს ესხმის მის ყოფილ მეუღლესა და მის ახალ შეყვარებულსაც. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შაკირამ მიზანში ყოფილი მეუღლე ამოიღო. Მანამდე Ozuna-სთან ერთად სიმღერა Monotonía გამოუშვა, რომელიც ასევე მასა და ჟერარდ პიკეს შორის განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნახეთ შაკირას პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Zoeme – ახალი არტისტი ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში

შემდეგი სტატია

2023 წლის Billboard Women in Music Awards-ის ცერემონიაზე ლანა დელ რეი, კიმ პეტრასი,  TWICE, ბეკი ჯი და სხვა ქალი არტისტები დაჯილდოვდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ჩაწერის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება, რაც კი შეიძლება გქონდეს“ – მაიკ მილსი R.E.M.-ის ალბომის, Reveal-ის შესახებ საუბრობს

საიუბილეო დელუქს გამოცემა მოიცავს იმ პერიოდის აქამდე გამოუქვეყნებელ ცოცხალ კონცერტსაც.
მეტი

რობერტ გლასპერი ხსნის, რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს გაიმეოროს ის ადამიანური „შეცდომები“, რომლებიც მუსიკას ცოცხალსა და ნამდვილს ხდის

ინტერვიუს მსვლელობისას გლასპერმა სხვადასხვა არტისტთან კოლაბორაციის შესახებაც ისაუბრა.
მეტი

ბრუნო მარსი მამის გარდაცვალებას გლოვობს: „ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა, რაც კი ვიცი“

„ჩემს თვალში ის მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო“, – დაწერა გრემის მფლობელმა მუსიკოსმა.
მეტი
პოლ მაკარტნი ტურნეს - Got Back-ის კონცერტზე, 2022 წლის 13 მაისი, კალიფორნია, ლოს-ანჯელესი, SoFi-ს სტადიონი Michael Buckner/PMC

უკრაინელი ქალებისა და ბავშვების მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე Songs of Freedom პოლ მაკარტნი, ბარბრა სტრეიზანდი, შონ პენი და სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას

კონცერტი 2027 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება.
მეტი

რიანამ და დუა ლიპამ ბრილიანტისა და პლატინის სერტიფიკატების მთელი წყება მოიპოვეს 

ლიპას 2020 წლის ალბომის, Future Nostalgia-ს მთავარი ჰიტი მის კარიერაში პირველი სიმღერაა, რომელმაც ბრილიანტის სერტიფიკატი მიიღო.
მეტი
LISA ფილმიდან Always Lalisa სიმღერა Leave With Me LLOUD/ YouTube

LISA-მ ფილმიდან Always Lalisa ახალი ემოციური სინგლი Leave With Me  წარადგინა

ნელი, მელოდიური ბალადა დოკუმენტური ფილმის ტიტრების ფონზე ჟღერს. ფილმის ნახვა ექსკლუზიურად YouTube Premium-ზეა შესაძლებელი.
მეტი
wayward.atom ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ქართული ელექტრონული მუსიკა საერთაშორისო სცენაზე – wayward.atom-ის გამოცდილება Sonica Glasgow-ზე და სამომავლო გეგმები

თბილისსა და გლაზგოს შორის ახალი კულტურული ხიდი შენდება - 2027 წელს საქართველო ექსპერიმენტული მუსიკის მასშტაბურ შოუქეისს უმასპინძლებს.
მეტი