„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” – Kettari Academy მასტერკლასებს ამჯერად ქუთაისსა და ბათუმში გამართავს

„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” მასტერკლასების სერიაა, რომელიც Kettari Academy-ის საგანმანათლებლო პროექტების ნაწილია.

ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი – Kettari Foundation საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების სერიას განაგრძობს. Kettari Academy-ის მასტერკლასების სერია, ამჯერად ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. მასტერკლასი, სახელწოდებით „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” ქუთაისში, პირველ თებერვალს, ხოლო ბათუმში, 2 თებერვალს გაიმართება. მასტერკლასს ფონდის განვითარების დირექტორი, პროდიუსერი და კრეატიული ინდუსტრიის ექსპერტი – სერგი გვარჯალაძე გაუძღვება. 

მასტერკლასის მიზანია, დამსწრე აუდიტორიას ციფრული მუსიკალური მარკეტინგის პრინციპები და მის პრაქტიკული მხარეები გააცნოს. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ გაყიდონ მუსიკა ონლაინ პლატფორმებზე  და როგორ მოიზოდონ აუდიტორია სხვადასხვა ციფრული არხების მეშვეობით. „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” ინტერაქციულ კომპონენტსაც შეიცავს, რაც კითხვა-პასუხის ფორმატს გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მასტერკლასი უფასოა და დასწრება რეგისტრაციის მეშვეობითაა შესაძლებელი. 

ეს მასტერკლასი დამწყები მუსიკოსებისათვის საკმაოდ ინფორმატიულია. ის აერთიანებს მარკეტინგის საკითხებს, ინფორმაციას მუსიკის პრომოუშენისათვის საჭირო აქტივობების შესახებ. განვიხილავთ ისეთი თემებს,  როგორიც არის: მუსიკალური პორტფოლიოს შექმნა, სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმების ათვისება, დისტრიბუციის სისტემის სწორად გამოყენება, სოციალურ მედიაში ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელება, აუდიტორიის მოზიდვა.“ – ამბობს „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორი, სერგი გვარჯალაძე.

„შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში”  Kettari Foundation-ის რეგიონული საგანმანათლებლო პროექტების სერიის ნაწილია. 

„მსგავსი პროექტების ფარგლებში, განსაკუთრებით ფოკუსირებული სწორედ რეგიონებზე ვართ. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში მცხოვრებ შემოქმედებით ადამიანებს ცოდნასთან ერთად, მოტივაციაც მივცეთ, რათა ადგილზე გააგრძელონ მოღვაწეობა და იქ განავითარონ შემოქმედებითი ინდუსტრიები.“ – სერგი გვარჯალაძე.

აღნიშნული მასტერკლასი საბაზისო ინფორმაციას მოიცავს. თუმცა, მარტის ბოლოს,  Kettari Academy-ის ფარგლებში რვაკვირიანი ინტენსიური კურსი, სახელწოდებით „შემოქმედებითი ინდუსტრია 360“ დაიწყება.  აღნიშნული  კურსი ასევე „კეტარის“ ფონდის განვითარების დირექტორის,  სერგი გვარჯალაძის კურატორობით ჩატარდება.

დაგეგმილი რვაკვირიანი კურსი უფრო დეტალურ პროგრამას მოიცავს და  აერთიანებს ყველა იმ საკითხსა და ინსტრუმენტს, რაც შემოქმედებით ადამიანს სჭირდება. ამ კურსის ფარგლებში უკვე შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებსაც მოვიწვევთ.“ – სერგი გვარჯალაძე.მასტერკლასზე – „შესავალი ციფრულ მუსიკალურ მარკეტინგში” დასასწრებად მიჰყევით ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მომღერალი რიტა ორა მსახიობ ტაიკა ვაიტიზე დაქორწინებას ადასტურებს. მისი ბოლო მუსიკალური ვიდეო კლიპი – You Only Love Me ამას ამტკიცებს

შემდეგი სტატია

ქართველი როკ მუსიკოსი, ჯგუფ „ამორალის“ ყოფილი ბასისტი ლევან სვანიძე ორმოცდაცხრა წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი