მერლინ მენსონს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სასამართლოში უჩივიან

სავარაუდო ინციდენტი თექვსმეტი წლის მოზარდის მონაწილეობით 1990-იან წლებში მოხდა.
მერლინ მენსონი The Art Of Elysium-ის მე-13 ყოველწლიურ სადღესასწაულო ღონისძიებაზე. 2020 წლის 4 იანვარი – ლოს-ანჯელესი. ფოტო: ლეონ ბენეტი

სტატიის ბოლოს, თანდართულია მერლინ მენსონის ადვოკატის, ჰორვარდ კინგის განცხადება, რომელიც ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ მან Billboard-ს გამოუგზავნა.

მერლინ მენსონს სექსუალურ ძალადობაში ბრალი ედება. პირმა რომელმაც ანონიმურად არჩია ყოფნა, სახელით „ჯეინ დოე“ ამტკიცებს, რომ მომღერალმა კარიერის დასაწყისში არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურად იძალადა.

მერლინ მენსონზე – იგივე ბრაინ უორნერზე საჩივარი ნასაუს ოლქის უზენაეს სასამართლოში შევიდა, რომელიც სექსუალურ ბრალდებას, ემოციური და მორალური სტრესის განზრახ მიყენებას გულისხმობს.

სარჩელში ნათქვამია, რომ იმ პერიოდში გოგონა თექვსმეტი წლის იყო. მომღერალს იგი 1995 წელს დალასის შოუს შემდეგ შეხვდა, რა დროსაც მენსონმა ის და თანმხლები გოგონა ტურნესთვის განკუთვნილ ავტობუსში მიიწვია.

მერლინ მენსონის პრეს სპიკერმა „ჯეინ დოეს“ სარჩელზე კითხვას არ უპასუხა.მენსონის ადვოკატმა ჰოვარდ კინგმა კი განცხადება გამოაგზავნა, რომელსაც ბილბორდი სტატიის ბოლოს გთავაზობთ.

სარჩელში მერლინ მენსონის დამცინავი და ცინიკური მიდგომაცაა აღწერილია, სექსუალური აქტის დასრულების შემდეგ მენსონი მოსარჩელეს დაემუქრა, რომ თუ ვინმეს ამ ამბის შესახებ გაიგებდა მოკლავდა მასაც და მის ოჯახის წევრებსაც.

მერლინ მენსონი სექსუალურ, ემოციურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ათზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა. მათ შორის არის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი, რომელიც HBO-ს დოკუმენტური ფილმის Phoenix Rising-ის მონაწილეა.

მენსონის ერთ-ერთი ბრალმდებელი მსახიობი ესმე ბიანკოც იყო. მან სექსუალური ძალადობის სარჩელის შეწყვეტას ხელი მოაწერა. ცოტა ხნის წინ კი, მოსამართლემ მოდელ ეშლი მორგან სმიტლაინის კიდევ ერთი სარჩელი სექსუალური ძალადობის შესახებ არ დააკმაყოფილა. გასულ წელს, მაისში, ლოს-ანჯელესის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ, მენსონის ყოფილი პირადი ასისტენტის სარჩელი, სექსუალური ძალადობის და განზრახ ემოციური სტრესის მიყენების ბრალდებით ასევე არ დააკმაყოფილა. მენსონმა ყველა ბრალდება უარყო.

„ჯეინ დოეს“ სარჩელში ნათქვამია, რომ მერლინ მენსონი ინციდენტის შემდეგ მოზარდს ინტერნეტით ხშირად ურეკავდა, ესაუბრებოდა და ფოტოების გაგზავნას სთხოვდა. იმავე წელს, მოსარჩელეს მტკიცებით ისინი ნიუ ორლეანში შეხვდნენ, რა დროსაც მუსიკოსმა მასზე სექსუალურად კვლავ იძალადა. „ჯეინ დოეს“ თქმით თვრამეტი წლის ასაკში, 1999 წელს ის მერლინ მენსონის შოუს ნიუ ორლეანში დაესწრო, იგი მუსიკოსს ტურნეში გაჰყვა და ამ ხნის განმავლობაში მენსონი ხშირად სთავაზობდა ნარკოტიკებს და სექსუალურად ავიწროებდა.

ნახეთ მენსონის ადვოკატის ჰოვარდ კინგის განცხადება ბრალდებების საპასუხოდ: „ბრაიან უორნერი ამ პიროვნებას არ იცნობს და არ ახსოვს, თუ ოდესმე ამ ოცდარვა წლის განმავლობაში შეხვედრია. გამომდინარე აქედან ბუნებრივია, არასდროს ჰქონია მასთან ინტიმური ურთიერთობა. მოსარჩელე ორ წელზე მეტია თავის შეთხზულ ზღაპრებს პოდკასტებში და ახალ ამბებში ავრცელებს. თუმცა ყველაზე მინიმალური დაკვირვებაც კი ცხადყოფს, რომ იგი მუდმივად ცვლის ისტორიებს და ეს ისტორიები ერთმანეთში აშკარად შეუსაბამოა. თუ ვინმე შეადარებს მის ახალ საჩივარს, წინა ინტერვიუების

შინაარს, ნათლად დაინახავს მანკიერ სიცრუეს და შეუსაბამო ინფორმაციას. ცხადია ბრაიანი არ ადასტურებს ამ ფაქტებს და სასამართლოც არ დაადასტურებს.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოზი ოზბორნი ფოტო: როს ჰალიფი

ოზი ოზბორნი ტურნეს ხერხემლის დაზიანების გამო ვეღარ გააგრძელებს

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონი - 1988 წელი: ფოტო კევინ მაზური

მაიკლ ჯექსონის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი მომღერალს ბიოგრაფიულ ფილმში განასახიერებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი