Mistcaller – ახალი ქართული ვიდეო თამაში ორიგინალური საუნდტრეკითა და მუსიკალური თემებით

თამაშისათვის სპეციალურად დაიწერა საუნდტრეკი და ათამდე მუსიკალური თემა, რომლებიც სიუჟეტური ხაზის განვითარებასთან ერთად იცვლება.

თამაშების მწარმოებელმა ქართულმა სტარტაპმა Onyx Wings Studio-მ პირველი ვიდეო თამაში, სახელწოდებით Mistcaller გამოუშვა. ვიდეო თამაშის ერთ-ერთი წამყვანი დეტალი მუსიკალური გაფორმებაა – მისთვის სპეციალურად შეიქმნა ორიგინალური სიმღერა და მუსიკალური თემები. თამაშის გამოშვებასთან ერთად, სტუდიამ საუნდტრეკზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოც წარადგინა. 

Mistcaller ე.წ. Puzzle Platformer თამაშია, რაც ლოგიკურ გადაწყვეტებთან ერთად, ტექნიკურ მოქმედებებსაც მოიცავს.  სიუჟეტის მიხედვით, მთავარმა გმირმა  მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ ის იცის, რომ მისი პატარა ძმა საფრთხეშია. ის უნდა  გადარჩეს და ძმაც გადაარჩინოს. სიუჟეტი ნისლიან გარემოში ვითარდება, ვიდეოთამაშის განვითარების კვალდაკვალ კი, მთავარი გმირი ნისლის მართვას სწავლობს და სხვადასხვა უნარს იძენს. Mistcaller მუსიკალურად საკმაოდ დატვირთულია – სხვადასხვა დროს, განსხვავებული მუსიკალური თემები შემოდის, რომლებიც თამაშის საერთო კონცეფციით ერთიანდება, თუმცა სიუჟეტის და მოქმედებების მიხედვით, განსხვავებული დინამიკა აქვს და მოთამაშისათვის შესაბამის ატმოსფეროს ქმნის. მუსიკა, ისევე როგორც  თამაში, Onyx Wings Studio-ში შეიქმნა. მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი დავით მარკოზაშვილია. სიმღერას ნია ხარებაშვილი ასრულებს. 

დავით მარკოზაშვილი, Onyx Wings Studio-ს თანადამფუძნებელი:

„თამაშის შექმნის იდეის გაჩენისთანავე, მუსიკას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გვინდოდა, რომ მუსიკალურ გაფორმებას მისთვის ინდივიდუალური ხასიათი კიდევ უფრო მეტად შეეძინა. Mistcaller-მა პირველი დაფინანსება სატელევიზიო პროექტ Shark Tank-ში მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იქაც მუსიკამ მიიპყრო დიდი ყურადღება. თამაშისათვის ერთი მთავარი სიმღერა და ათამდე თემა დაიწერა. ე.წ. ეპიკურ საუნდტრეკზე მუსიკალური ვიდეოც წარვადგინეთ, რომლის შექმნის პროცესში კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან ვითანამშრომლეთ“

კლიპი თამაშის სცენების მიხედვით შექმნილ ჩანახატებს აერთიანებს. თავად კომპოზიცია, მუსიკა და ტექსტიც, ვიდეო თამაშის სიუჟეტურ ხაზთან და მთავარი გმირის ისტორიასთან არის კავშირში. 

სიუჟეტური განვითარების მიხედვით ვიდეო თამაშის თემებიც შესაბამისად იცვლება. ამ თემების ჟღერადობაში ძალიან მინიმალისტურად, მაგრამ მაინც შევიტანეთ ქართული ელემენტები. თუმცა ამას მხოლოდ მუსიკალურად დაკვირვებული ადამიანი თუ შეამჩნევს. თვითონ მთლიანი ვიდეოთამაში საერთაშორისო  ბაზარზე გათვლილი პროდუქტია და ჩვენი მიზანიც გლობალურ ინდუსტრიაში პოზიციონირებაა.“  – დავით მარკოზაშვილი. 

Mistcaller ამჟამად თამაშების გლობალურ პლატფორმა Steam-ზეა ხელმისაწვდომი. 

 ნახეთ ვიდეო თამაშის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

P!nk-მა მეცხრე ალბომი გამოუშვა

შემდეგი სტატია

ალან გილბერტი ნიუ იორკის ფილარმონიის გალ კონცერტზე, რომელიც 175 წლის საიუბილეო სეზონის აღნიშვნას მიეძღვნა. 2016 წლის 21 სექტემბერი ნიუ-იორკი. ფოტო: ნიკოლას ჰანტი.

ალან გილბერტმა ჰამბურგის ორკესტრთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააგრძელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი