მუსიკალური ჩანახატებით მოყოლილი ამბები – Zuka ახალ კომპოზიციებს აზიარებს

Why Didn’t You Let Me Stay და Celo’s Memories მუსიკოსის ახალ ალბომში შევა, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოსცემს.

Zuka ახალ კომპოზიციებსა და მათზე გადაღებულ ვიდეოკლიპებს აზიარებს. Why Didn’t You Let Me Stay და Celo’s Memories მოკლე მუსიკალური ჩანახატებია. მათ თან ახლავს მინიმალისტური და სიმბოლური ვიდეოები, რომლებიც ვიზუალურად გადმოსცემს კომპოზიციებში მოყოლილ ამბებსა და ემოციებს.

Zuka:

„Why Didn’t You Let Me Stay ძველი კომპოზიციაა, რომელიც ახლიდან ჩავწერე. ვიდეოს იდეა კომპოზიციის სახელიდან გამომდინარეა: გარეთ ვარ და შიგნით ვერ შევდივარ, არ მიშვებენ. Რაც შეეხება სათამაშოს, რომელიც ხელში მიჭირავს, ეს, თითქოს, ჩემი ბუნების ნაწილია. ჩემი მიზანი იყო, რომ ვყოფილიყავით მე, როგორც ფიზიკური მე და მეორე – ჩემი შინაგანი მე. Ვიფიქრე, რომ სათამაშო ამ ჩემი შინაგანი მხარის იდეას კარგად გამოხატავდა. Თან ხელში მიჭირავს და ჩახუტებული მყავს. Ძალიან გულახდილი ვიდეოა. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი თავის გულწრფელი გამოხატვაა.”

„Რაც შეეხება Celo’s Memories, ეს ჩემს ბავშვობას უკავშირდება. Სილო ჩემი ბავშვობის წარმოსახვით მეგობარს ერქვა და ეს კომპოზიცია სწორედ მას მივუძღვენი. Ამ ვიდეოში ტელევიზორთან ვზივარ და როგორც ტელევიზორშია თეთრი ხმაური, სადაც არაფერი გამოკვეთილი არ არის და არ ჩანს, ვფიქრობ, ეგრეა ჩემს მეხსიერებაშიც შემონახული ჩემი წარმოსახვითი მეგობრის მოგონებები – თითქოს არ ჩანს.”

Why Didn’t You Let Me Stay და Celo’s Memories სხვა კომპოზიციებთან ერთად Zuka-ს ახალ ალბომში შევა, რომელსაც მუსიკოსი უახლოეს მომავალში გამოსცემს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალან გილბერტი ნიუ იორკის ფილარმონიის გალ კონცერტზე, რომელიც 175 წლის საიუბილეო სეზონის აღნიშვნას მიეძღვნა. 2016 წლის 21 სექტემბერი ნიუ-იორკი. ფოტო: ნიკოლას ჰანტი.

ალან გილბერტმა ჰამბურგის ორკესტრთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააგრძელა

შემდეგი სტატია

დაბადების დღის წინ, ოლივია როდრიგომ ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი