კრის მარტინი და ჰიუ ჯეკმანი 2023 წლის Global Citizen NOW სამიტის თავმჯდომარეთა შორის დასახელდნენ

კრის მარტინი და მსახიობი ჰიუ ჯეკმანი პოლიტიკურ, კორპორაციულ და ფილანთროპ ლიდერებს სამიტის პროგრამის ფარგლებში შეუერთდებიან.

კრის მარტინი და ჰიუ ჯეკმანი მასშტაბური ღონისძიების,  2023 წლის Global Citizen NOW სამიტის თავმჯდომარეთა შორის დასახელდნენ. ორდღიანი სამიტი 27 და 28 აპრილს, ნიუ იორკში გაიმართება.

კრის მარტინი Global Citizen-ის მუსიკალური ფესტივალის კურატორიც არის. წელს მარტინი და მსახიობი ჰიუ ჯეკმანი პოლიტიკურ, კორპორაციულ და ფილანთროპ ლიდერებს შეუერთდებიან. როგორც Global Citizen-ის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული –  „სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია, რომ იდეები ქმედებებად იქცეს და უკიდურესი სიღარიბის დასაძლევად გადაუდებელი ნაბიჯები გადაიდგას“

სამიტში მონაწილე პოლიტიკური ლიდერების სიაში არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი; ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი მია მოტლი; განას პრეზიდენტი ნანა აკუფო-ადო და ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.

ფილანთროპულ სექტორს უერთდებიან ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები, როგორებიც არის: ტექნოლოგიური კომპანია Verizon,  Ford Foundation, „ღია საზოგადოების ფონდი“ და სხვა. 

მონაწილეთა შორის ასევე არიან კანადის გარემოსა და კლიმატური ცვლილებების ყოფილი მინისტრი კატერინ მაკენა; კლიმატის დამცველი  აქტივისტი ვანესა ნაკატე; კლიმატის ცვლილებების გაეროს სამიტის – COP26-ის პრეზიდენტი ალოკ შარმა და ორგანიზაციის Education Cannot Wait აღმასრულებელი დირექტორი იასმინ შერიფი. 

„საზოგადოების სხვადასხვა სფეროდან არაერთი ბრწყინვალე გონების, წამყვანი ხმების, მსოფლიო ლიდერების და აქტივისტების გაერთიანებით, Global Citizen NOW თანამშრომლობის ძალას წარმოაჩენს და მიმართულია იმ გადაუდებელი გამოწვევების დასაძლევად, რაც კაცობრიობისა და ჩვენი პლანეტის წინაშე დგას.“ – აღნიშნულია Global Citizen-ის პრეს-რელიზში.

Global Citizen NOW სამიტის დამატებითი დეტალები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი ნიუ-იორკში, 2022 წლის 2 სექტემბერი, ფოტო: ლოიდ უეიკფილდი

ჰარი სტაილსმა ავსტრალიის კონცერტის დროს სცენაზე ფეხსაცმლიდან სასმელი დალია

შემდეგი სტატია

Creams-ის ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი