„J.Lo საქართველოდან“ ასე აფასებენ ქართველ მომღერალს ნუცა ბუზალაძეს  American idol-ში

პირველად, ქართველი მომღერალი American idol-ში, ნუცა ბუზალაძე შემდეგ ტურშია.

ამერიკულ მუსიკალურ მეგა შოუ  American idol-ში ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე ჟიურის წინაშე წარსდგა და შემდეგ ტურში გადავიდა.  American idol-ის ჟიურის ვარსკვლავური წევრები არიან კეტი პერი, ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი. 

ნუცამ შოუში ორი სიმღერა კრისტინა აგილერას – Lady Marmalade და უიტნი ჰიუსტონის Greatest love of All შეასრულა, რამაც ჟიურის აღფრთოვანება დაიმსახურა და კეტი პერი ნუცას ფეხზე წამოუდგა.

„ჩვენ ყველანი ნუცა ბუზალაძეზე ვგიჟდებით, J.Lo საქართველოდან!🕶 #IDOL“. ასე აფასებს American idol-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ქართველი მომღერლის გამოსვლას.

„მოგეხსენებათ  American idol არის მეგა შოუ,  რომელსაც ზოგადად მსოფლიო შოუ ბიზნესის სატელევიზიო შოუებში ბადალი არ ჰყავს. ეს არის ძალიან  მნიშვნელოვანი და მაგარი ფაქტი ჩვენთვის და რეგიონისთვის. პირველ რიგში მიხარია, რომ ეს შეძლო ნუცამ და ვფიქრობ სხვას არც არავის ჰქონდა ალტერნატივა, რომ ყოფილიყო და ეს ძალიან სასიხარულოა. უკვე ის არის დიდი წარმატება, რომ ჟიურიში ლეგენდარული ლიონელ რიჩი და კეტი პერი იყო და მათი წარდგენა უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. მინიმუმ მათმა თაყვანისმცემლებმა გაიცნეს. მათი რეაგირება და მათი რეაქცია ნახეთ,  კეტი პერი ფეხზე წამოუდგა ნუცას და ტაშს უკრავდა. ზედმეტსახელიც შეარქვეს „J.Lo საქართველოდან“, კიდევ უფრო ბევრი სიურპრიზი ელოდება მაყურებელს.“  – რატი აბზიანიძე ნუცა ბუზალაძის მენეჯერი.

ნახეთ ნუცა ბუზალაძის ვიდეო  American idol-ში

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პერის ჰილტონმა გაამხილა, რომ 20 წლის ასაკში აბორტი გაიკეთა: „ბავშვი ვიყავი და ამისთვის მზად არ ვიყავი.”

შემდეგი სტატია

პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი - კევინ მაზურის არქივი

Rolling Stones მომავალ ალბომში პოლ მაკარტნის მონაწილეობას ადასტურებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი