Rolling Stones მომავალ ალბომში პოლ მაკარტნის მონაწილეობას ადასტურებს

ეს ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც გაირკვა, რომ ლეგენდარული ბრიტანელი ვარსკვლავები მუსიკას ერთად პირველად ჩაწერენ.
პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი - კევინ მაზურის არქივი
პოლ მაკარტნი და მიკ ჯაგერი – კევინ მაზურის არქივი

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც The Beatles-მა და Rolling Stones-მა როკ-ენ-როლის იდეა უნიკალური სტილით და ხედვით წარმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს მუდამ პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, არის ერთი რამ რაც, საკულტო ბენდებს არასდროს გაუკეთებიათ – ეს მათი სტუდიური თანამშრომლობა.

ეს ამბავი კი სულ მალე წარსულს ჩაბარდება, რადგან Rolling Stones-ის ახალ სტუდიურ ალბომში სერ პოლ მაკარტნიც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაცია,  Rolling Stones-ის პრეს სპიკერმა „ბილბორდს“ 23 თებერვალს დაუდასტურა. პირველად ეს ფაქტი CNN-მა გაავრცელა.  

სერ პოლ მაკარტნის გარდა Rolling Stones-ის ალბომში სავარაუდოდ ჯგუფის გარდაცვლილი წევრის,  ჩარლი უოტსის დრამის პარტიაც შევა, რომელიც 2021 წელს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

მეგობრული პაექრობა ამ ორ საკულტო ბენდს შორის დღემდე გრძელდება. 2020 წლის ინტერვიუში ჰოვარდ სტერნს სერ პოლ მაკარტნიმ უთხრა: „Rolling Stones ფანტასტიკური ჯგუფია, როდესაც ისინი გამოდიან, მათ მოსასმენად ყოველთვის მივდივარ. ამ დიდებულ ბენდს მათი სიმღერებით და მიკის მოძრაობებით ყოველთვის შეუძლიათ საოცრებების გაკეთება, ისინი  შესანიშნავები არიან“.

„თუმცა“ ამატებს პოლ მაკარტნი, „მე მიყვარს ისინი, მიყვარს Rolling Stones, მაგრამ მე შენთან ვარ… Beatles-ი უკეთესია“. 

მიკ ჯაგერმა პოლის ამ სიტყვებს ერთი კვირის შემდეგ Apple Music-ის ინტერვიუში ზეინ ლოუსთან უპასუხა: „აშკარაა, რომ ჩვენს შორის კონკურენცია არ არის, პოლი საყვარელია“. მიკ ჯაგერმა აღნიშნა, რომ Rolling Stones-ი მეექვსე ათწლეულია ტურნეს თანმიმდევრულად აგრძელებს, ხოლო  Beatles-მა ეს გზა კარგა ხანია დატოვა.

„ერთი ბენდია, რომელიც დაუჯერებელია, თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ უკრავს სტადიონებზე, ასეთი ჯგუფი მეორე არ არსებობს.“ – თქვა მიკ ჯაგერმა. 

ჯგუფებს შორის სტუდიური თანამშრომლობა არ შემდგარა. მიუხედავად იმისა, პოლ მაკარტნიმ და ჯონ ლენონმა Rolling stones-ის პირველი ჰიტი 1963 წელს, I Wanna Be Your Man დაწერეს, ხოლო 1967 წელს, როდესაც All You Need Is Love ჩაიწერა, სტუდიაში ჩაწერას მიკ ჯაგერიც ესწრებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„J.Lo საქართველოდან“ ასე აფასებენ ქართველ მომღერალს ნუცა ბუზალაძეს  American idol-ში

შემდეგი სტატია

P!nk კომენტარებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ მან კრისტინა აგილერას ჩრდილი მიაყენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი