The Weeknd სტრიმინგ სერვის Spotify-ის რეიტინგების ლიდერი არტისტია

სტრიმინგ სერვისზე The Weeknd-ის ეს წარმატება კომპოზიციის -Die for You გარემიქსებული ვერსიის გამოქვეყნებას მოჰყვა.

Spotify-ის მონაცემებით, The Weeknd-მა რეიტინგების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

ოფიციალურად, 27 თებერვალს The Weeknd სტრიმინგ სერვის Spotify-ის ისტორიაში პირველი არტისტი გახდა, რომელსაც ერთ თვეში 100 მილიონი მსმენელი ჰყავს.“ – ვკითხულობთ Spotify-ის ოფიციალურ Twitter-სა და Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტებში. 

100 მილიონი თვიური მსმენელი საკმაოდ შთამებჭდავი მაჩვენებელია და ამ მონაცემებით, The Weeknd-მა Spotify-ის  ყველა მოწინავე არტისტი ჩამოიტოვა. ამჟამად, Drake-ის თვიური მსმენელების რაოდენობა 68,6 მილიონია, ტეილორ სვიფტის – 80,3 მილიონი, ხოლო მაილი საირუსის ყოველთვიური მსმენელების რიცხვმა 82,5 მილიონს მიაღწია. 

სტრიმინგ სერვისზე The Weeknd-ის ეს წარმატება კომპოზიციის – Die for You გარემიქსებული ვერსიის გამოქვეყნებას მოჰყვა. არტისტი ამ ტრეკს არიანა გრანდესთან ერთად ასრულებს. აღსანიშნავია, რომ The Weeknd-მა სხვადასხვა ჰიტის რემიქსი არიანა გრანდესთან დუეტში რამდენჯერმე ჩაწერა.

თებერვალში, HBO Max-ზე The Weeknd-ის კონცერტის სპეციალური ჩანაწერის პრემიერა შედგა. The Weeknd: Live at SoFi Stadium – ასე ჰქვია ფილმს და ის კალიფორნიაში, SoFi Stadium-ზე 2022 წელს გამართულ კონცერტს ასახავს. კანადელმა არტისტმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მუსიკალური დოკუმენტური ნამუშევრით დაიხურა 2022 წლის ალბომის ფარგლებში მიმდინარე პროექტების ციკლი.  

აღსანიშნავია, რომ მალე მაყურებელი The Weeknd-ს მსახიობის ამპლუაშიც იხილავს. წელს HBO-ზე სერიული დრამა – The Idol გამოვა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს სწორედ The Weeknd ასრულებს. გარდა პერსონაჟის განსახიერებისა, მუსიკოსი სერიალის ერთ-ერთი შემქმნელიც არის. მან პროექტზე Euphoria-ს რეჟისორ სემ ლევინსონთან და სცენარისტ რეზა ფაჰიმთან ერთად იმუშავა. სერიალში ლილი-როუზ დეპი, ტროი სივანი, BLACKPINK-ის ჯენი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობენ. 

ნახეთ პოსტი, რომელიც Spotify-მ The Weeknd-ის შესახებ გამოაქვეყნა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„წინანდლის ფესტივალის“ მუსიკალურ ხელმძღვანელს, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას საუკეთესო დირიჟორის ჯილდო გადაეცა

შემდეგი სტატია

Ted Lasso-ს მესამე სეზონის საუნდტრეკი Rolling Stones-ის კომპოზიციაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველად საქართველოში, Empire Of The Sun გულშემატკივარს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს

შეთავაზებული პაკეტების ფარგლებში, ავსტრალიური ბენდი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, პირადად შეხვდნენ არტისტებს, გადაიღონ ფოტოები და მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება.
მეტი

Ne-Yo-ს თქმით, ერთდროულად ოთხი შეყვარებული „მშვენიერი რამ არის”

ვარსკვლავი ოთხ სხვადასხვა ქალთან პოლიამორულ ურთიერთობაშია, რაც სულ ახლახან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა.
მეტი

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელმაც Saturday Night Live-ის წვეულებაზე ლედი გაგასთან ფოტო გადაიღო

„ვისაუბრეთ თავგადასავლებზე, რაც იმ ერთი კვირის განმავლობაში ხდება, სანამ ლაივი იქმნება,” - ბარბარე სტურუა.
მეტი

თბილისის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ახალ სეზონს ხსნის

თბილისის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან კახი სოლომნიშვილი (დირიჟორი) და ელენე გოგოძე (ვიოლა).
მეტი
რალუკა რადოი

რალუკა რადოის სამუშაო სემინარები თეატრის ბრენდინგზე სოხუმის თეატრში

წლევანდელი წელი კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება, რაც სოხუმის თეატრის პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი