რიანა შვილების, RZA-ს და Riot Rose-ის სახელების კრიტიკას პასუხობს

რიანას და A$AP Rocky-ს უფროსი შვილი RZA 2022 წლის მაისში, ხოლო უმცროსი Riot 2023 წლის აგვისტოში შეეძინათ.
რიანა ლონდონში გამართულ Fenty Hair-ის პრეზენტაციის წვეულებაზე. 2024 წლის 16 სექტემბერი.
Neil Mockford/GC Images

რიანას შვილების სახელები – RZA და Riot Rose სოციალურ ქსელში გააკრიტიკეს. მომხმარებელმა გამოცემა The Shade Room-ის ინსტაგრამის პოსტზე კომენტარი დატოვა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მომღერლის შვილების სახელები არ მოსწონს. „კარგი, ტატიანა,“ – უპასუხა რიანამ კომენტარის ავტორს.  

ქალთა საერთაშორისო დღეს რიანამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა კადრები, რომლებიც ვარსკვლავის მშობიარობის შემდგომ პერიოდს ასახავს. მან ორი ფოტო გააზიარა – ერთი 2022 წლის მშობიარობიდან და მეორე – 2023 წლიდან. ორივე სურათზე ის ხელში ახალშობილით, სამშობიარო პალატაში წევს.  

„ნამდვილად ყველაზე ძლიერი რამ, რაც ქალად ყოფნისას გამიკეთებია… ჩემი პატარა სასწაულები! და კი, მშობიარობის დროს მარგალიტები და მზის სათვალე მეკეთა. არ მკითხოთ, რატომ… ბევრი რამ ხდებოდა იმ მომენტში,“ – წერს რიანა პოსტის აღწერაში.  

რიანას და A$AP Rocky-ს უფროსი შვილი RZA 2022 წლის მაისში, ხოლო უმცროსი Riot 2023 წლის აგვისტოში შეეძინათ. წყვილმა პირველი შვილის სახელი მისი დაბადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2023 წელს გაამხილა და დაადასტურა, რომ ის Wu-Tang Clan-ის ფრონტმენის პატივსაცემად შეარჩიეს.  

Harper’s Bazaar-ის 2024 წლის თებერვლის ნომრისთვის მიცემულ ინტერვიუში რიანამ გაამხილა, რომ  უმცროსი შვილის სახელის იდეა ფარელ უილიამსს ეკუთვნის.  

„ეს სახელი მაშინ გვირჩია, როცა ეგონა, რომ გოგო გვეყოლებოდა, რადგან ინტერნეტში რაღაც ნახა. ფარელი ყოველთვის ძალიან სიღრმისეულად  უდგება ყველაფერს,” – აღნიშნა რიანამ. 

იმავე ინტერვიუში ვარსკვლავმა თავისი შვილების განსხვავებულ ხასიათზეც ისაუბრა: „RZA ნამდვილი სასწაულია. უყვარს მუსიკა, მელოდია, წიგნები, წყალი… აბაზანა, აუზი, ზღვა – ყველაფერი. და Riot? ის უბრალოდ სასაცილოა! რომ იღვიძებს, ყვირილს და კივილს იწყებს. მაგრამ არა ტირილის გამო, – უბრალოდ სიმღერა უნდა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Starring Georgia 2025 წლის სეზონის მეორე არტისტს აანონსებს

შემდეგი სტატია

50 Cent - 2024 წლის, 6 ივნისი, ნიუ იორკი. ფოტო სლავენ ვლასიც/Getty Images

50 Cent-მა მისი  დაჭრისა და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გავრცელებული ჭორები უარყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი