„წინანდლის ფესტივალის“ მუსიკალურ ხელმძღვანელს, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედას საუკეთესო დირიჟორის ჯილდო გადაეცა

წინანდლის მუსიკალური ფესტივალის 2023 წლის სეზონზე ჯანანდრეა ნოზედა ორ დიდ კონცერტს უდირიჟორებს.
ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის ფესტივალზე .Medici.tv.

OPER! AWARDS კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ხელოვანებს ავლენს. 27 თებერვალს, „დორტმუნდის თეატრში“ OPER! AWARDS-ის 2023 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე „ციურიხის ოპერის“ მუსიკალურ დირექტორს, ჯანანდრეა ნოზედას წლის საუკეთესო დირიჟორის ჯილდო გადაეცა. 

ჯანანდრეა ნოზედასთვის გადაცემული ეს პრესტიჟული ჯილდო ქართული სახელოვნებო სივრცისათვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა – მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უკვე არაერთი წელია წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს. 

ჯანანდრეა ნოზედა და დავით საყვარელიძე

დავით საყვარელიძე, წინანდლის ფესტივალის გენერალური დირექტორი:

„ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პრესტიჟული ჯილდოა  და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი აღიარებული ხელოვანი  „წინანდლის ფესტივალის“ მუსიკალური ხელმძღვანელია. ჩვენთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა, რომ ამგვარი რანგის დირიჟორი საქართველოში მოღვაწეობს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის წლევანდელ სეზონზე ჯანანდრეა ნოზედა ორ დიდ კონცერტს უხელმძღვანელებს. მისი პირველი კონცერტი წინანდალში 31 აგვისტოს გაიმართება. OPER! AWARDS-ის ეს ჯილდო და მისი აღიარება ყველა ჩვენგანის დიდი გამარჯვებაა. უნდა აღვნიშნო, რომ  ნოზედას თანამშრომლობა „წინანდლის ფესტივალთან“ განპირობებულია ფესტივალის დამფუძნებლის, გიორგი რამიშვილის უშუალო ჩართულობით. ვულოცავთ ჯანანდრეა ნოზედას ამ გამარჯვებას – ვულოცავ იმ ფესტივალის გუნდის სახელით, რომლისთვისაც კლასიკური მუსიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია“ 

OPER! AWARDS-ზე გადაცემული ჯილდო ჯანანდრეა ნოზედას საერთაშორისო საოპერო სივრცის წამყვანი დირიჟორის სტატუსს განამტკიცებს. წლევანდელ დაჯილდოებაზე ნოზედას აღნიშნულ სექციაში წარდგენას წინ უძღოდა ოპერის,  სახელწოდებით „ნიბელუნგის ბეჭედი“ (Ring des Nibelungen) ახალ წარმოდგენაში მონაწილეობა – სწორედ ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით მიმდინარეობდა საოპერო წარმოდგენის პირველი ორი ნაწილი.

როგორც OPER! AWARDS-ის ჟიურიმ აღნიშნა, ჯანანდრეა ნოზედა აუდიტორიას და კრიტიკოსებს თავისი სახელოვნებო შესაძლებლობებითა და ხედვით აღაფრთოვანებს. მისი დირიჟორობით შესრულებულმა ვაგნერის vaterländischer Belcanto-მ უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა –  „დიდი ხანია ცნობილია, რომ ნოზედა იტალიურ საოპერო რეპერტუარს სრულიად ფლობს. ის ასევე ცნობილია ფრანგული და რუსული ოპერების დირიჟორობის ნიჭით. ახლა „ციურიხის ოპერაში“ კი  მან დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტად ვაგნერის ღირსეული მიმდევარია.“ – აღნიშნულია OPER! AWARDS-ის ჟიურის განცხადებაში.

OPER! AWARDS  კლასიკური მუსიკის სფეროში მოღვაწე წამყვან ხელოვანებს 20 სხვადასხვა კატეგორიაში ყოველწლიურად ავლენს. 

OPER! AWARDS -ზე მოპოვებული გამარჯვებით, ჯანანდრეა ნოზედას პერსონა კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო კლასიკური მუსიკის სამყაროს ყურადღების ცენტრში. ეს კი თავის მხრივ, „წინანდლის ფესტივალის“ კიდევ მეტად გაზრდილ  საერთაშორისო  ავტორიტეტს განაპირობებს. Billboard Georgia, როგორც ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაზე ფოკუსირებული მედია პლატფორმა, ულოცავს ჯანანდრეა ნოზედას და მასთან ერთად წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გარდაიცვალა ლეგენდარული ჯაზმუსიკოსი თამაზ ყურაშვილი (თათუზა) 

შემდეგი სტატია

The Weeknd სტრიმინგ სერვის Spotify-ის რეიტინგების ლიდერი არტისტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი