ავრილ ლავინი და რეპერი ტაიგა კოცნის დროს დააფიქსირეს: ნახეთ ფოტო

რეპერი და მომღერალი პარიზის მოდის კვირეულს ესწრებოდნენ.
ავრილ ლავინი და ტაიგა
Arnold Jerocki/Getty Images

როგორც ჩანს, Mod Sun-თან დაშორების შემდეგ ავრილ ლავინმა მისი შემცვლელი მალევე იპოვა. პარიზის მოდის კვირეულზე ლავინი და რეპერი ტაიგა კოცნის დროს დააფიქსირეს. მანამდე იწერებოდა, რომ წყვილი მალიბუზე ერთად ვახშმობის დროსაც შენიშნეს. 

28 თებერვალს Mod Sun-მა ავრილ ლავინთან დაშორების შესახებ ინსტაგრამზე დაწერა. „ერთ კვირაში მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა… თუმცა მე ყოველთვის მოვუსმენ ჩემს გულს, მაშინაც კი, როდესაც ის დამსხვრეულია. მსოფლიოში საუკეთესო მეგობრები მყავს. მადლობა, რომ ყოველთვის მხარში მიდგახართ. შევხვდებით სცენაზე,” – წერდა რეპერი.

Mod Sun-მა და ავრილ ლავინმა ურთიერთობა 2021 წელს, ერთობლივი ნამუშევრის Flames-ის გამოშვების შემდეგ დაიწყეს. 2022 წლის აპრილში კი ლავინმა ინსტაგრამით გაამხილა, რომ წყვილი დაინიშნა და ეიფელის კოშკის ფონზე ხელის თხოვნის ფოტოებიც გამოაქვეყნა. „კი! მიყვარხარ სამუდამოდ” – წერდა მომღერალი ფრანგულად. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯიმი ფელონი სადღესასწაულო ალბომზე მუშაობს

შემდეგი სტატია

მუსიკალურ შოუ Voice-ში ჯიმი ფელონმა ბრმა მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერთი მწვრთნელი მას არ შემოუტრიალდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი