ოსკაროსანი კომპოზიტორი რიუიჩი საკამოტო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფილმის – The Last Emperor მუსიკალური გაფორმებისათვის საკამოტომ ოსკარი დაიმსახურა.
ფოტო: ჯოელ საგეტი/Getty Images

იაპონელი მუსიკოსი რიუიჩი საკამოტო 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკამოტომ ისეთი ცნობილი ჰოლივუდური ფილმებისთვის შექმნა  მუსიკა, როგორებიც არის The Last Emperor და The Revenant

იაპონიის ხმისჩამწერი კომპანიის, Avex-ის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ საკამოტო 28 მარტს გარდაიცვალა.

ბოლო წლების განმავლობაში რიუიჩი საკამოტო კიბოს ებრძოდა. გარდა მუსიკალური შემოქმედებისა, რიუიჩი საკამოტო ფილმში Merry Christmas Mr. Lawrence მსახიობის ამპლუაში გამოჩნდა და იაპონელი ჯარისკაცის როლი შეასრულა.

რიუიჩი საკამოტო მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ელექტრონულ მუსიკაში პიონერი არტისტია. მან ჰარუომი ჰოსონოსთან და იუკიჰირო ტაკაჰაშისთან ერთად ჯგუფი, სახელწოდებით –   Yellow Magic Orchestra დააარსა. საკამოტო არაერთხელ წარადგინეს Grammy-ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე. ფილმის –  The Last Emperor მუსიკალური გაფორმებისათვის საკამოტომ ოსკარი დაიმსახურა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდებზე ნუცა ბუზალაძის შესახებ წერენ

შემდეგი სტატია

რიანა სოციალურ ქსელში თავის ათი თვის შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი