ხონძის „ფერხული“ და ჯგუფი „კვინტური ფიზიკა“

თავისუფლების მუსიკა, ქართული ჟღერადობა და ახალი ჟანრი ჯაზში – „ფერხული“.
Khondzi
Khondzi

„დედაენაში“ 8 აპრილს საქსოფონისტის და კომპოზიტორის ხონძის და ჯგუფ „კვინტური ფიზიკის“ კონცერტი გაიმართა, სადაც მუსიკოსმა ბენდთან ერთად საავტორო კომპოზიციები შეასრულა.

ბენდის შემადგენლობაში არიან: ხონძი (საქსოფონი), ზაზა ცერცვაძე (დრამი), ლევან დეისაძე (ბასი), ლაშა დეისაძე (გიტარა) და პაპუნა შარიქაძე (კლავიში). ჯგუფ „კვინტური ფიზიკის“ სეტის დასრულების შემდეგ კი საღამო ჯგუფმა „დედაენის ბიჭებმა“ გააგრძელეს.

ლევან დეისაძე და პაპუნა შარიქაძე

ხონძი

„ჯგუფს დავარქვით „კვინტური ფიზიკა“ შემადგენლობაში არიან: ზაზა ცერცვაძე, ლევან დეისაძე, ლაშა ცერცვაძე, პაპუნა შარიქაძე და მე. დღეს ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს მერე უკრავენ „დედაენის ბიჭები“ და ჩვენი სეტის დროს ისინი იქნებიან სტუმრები და მათი სეტის დროს ჩვენი ვიქნებით  სტუმრები. 

Sandro Bibich

დღევანდელ კონცერტზე წარმოგიდგენთ ძირითადად ნაწარმოებებს ჩემი მომავალი ალბომიდან „ფერხულები“. ეს ნაწარმოებები რომ ვიპოვე, სიტყვა და იდეა ფერხულის ასოციაცია გამიჩნდა და ამ სახელწოდებაზე შევჯერდი. მუშაობის პროცესში უფრო და უფრო გამოიკვეთა „ფერხულების“ მუსიკალური დეტალების ერთმანეთთან მსგავსება. როდესაც მეკითხებიან რას ნიშნავს ეს სიტყვა, ვპასუხობ, რომ ეს მუსიკალური ჟანრია, რადგან ჩემთვის ეს მართლაც ასეა.

KE MO და Khondzi

დიდი მადლობა დედაენის ბარის მთელ ჯგუფს, აქ ჩვენ ყოველთვის დიდ მხარდაჭერას და ყურადღებას ვგრძნობთ, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს განწყობაზე დაკვრის დროს.

ლაშა დეისაძე

ამ საღამოს გაჟღერებული ეკლექტიკური ესთეტიკის და ორიგინალური მუსიკის ნაზავის ინტენსივობა და მრავალჟღერადობა მსმენელს კიდევ დიდხანს გაჰყვება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი დაშორდნენ

შემდეგი სტატია

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 24 მონაწილეს შორისაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯონ ბატისტი მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმზე, ინტერვიუ ამერიკულ Billboard-თან

მაყურებელს ფილმი მუსიკოსის რთულ პერიოდებს აცნობს, დროს, როდესაც მისი პარტნიორი კიბოს ებრძოდა.
მეტი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ ჯაზის მიმართულების 10 წლის იუბილე აღნიშნა

კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართველი ჯაზ მუსიკოსების სხვადასხვა თაობა გააერთიანა.
მეტი
JAZZ/TAKES SUPERGROUP

თბილისის ოცდამეექვსე ჯაზ-ფესტივალი გაიხსნა

თბილისის ჯაზ-ფესტივალი „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიხსნა. ღონისძიება „ისთერნ პრომოუშენსის“ და „თიბისი კონცეპტის“ ხელშეწყობით ტარდება და ორგანიზატორების გადაწყვეტილებით წელს ფესტივალი თამაზ ყურაშვილის ხსოვნას მიეძღვნება.
მეტი