ქარდი ბი მშობლებს ბავშვების გამტაცებლების შესახებ აფრთხილებს

რეპერმა აღნიშნა, რომ არასდროს მისცემს თავის შვილებს სხვის სახლში ღამით დარჩენის უფლებას.
ქარდი ბი 2023 წლის ოსკარის წვეულებაზე
Amy Sussman/GI

რეპერმა და ორი შვილის დედა ქარდი ბიმ ტვიტერზე ბავშვების გამტაცებლებზე ისაუბრა.

„ეს სამყარო სავსეა მტაცებლებით. ისინი უმწიკვლო ადამიანებზე ნადირობენ. Მათზე, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს – ჩვენს შვილებზე. გამტაცებლები შეიძლება იყვნენ ჩვენი მეზობლები, სკოლის მასწავლებლები, თუნდაც ადამიანები ფულითა და ძალაუფლებით და ასევე ჩვენი ეკლესიები. მუდმივად ესაუბრეთ თქვენს შვილებს საზღვრების დაცვის აუცილებლობაზე და იმაზე, რისი უფლებაც სხვა ადამიანებს არ უნდა მისცენ.”

რეპერმა ასევე პასუხი გასცა გულშემატკივარს, რომელმაც დაწერა, რომ მისი დედა ჰიპერმზრუნველი იყო, მაგრამ ახლა მისი მადლობელია. „დიახ, არც სხვასთან ღამით დარჩენა და არაფერი!!!” – უპასუხა ქარდი ბიმ.

ქარდი ბის არ გაუმხელია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ამ თემას გამოეხმაურა, თუმცა მისი პოსტი მოჰყვა დალაი ლამას ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომლის ვიდეოც ინტერნეტით გავრცელდა. ვიდეოში პატარა ბიჭი 87 წლის სულიერ ლიდერთან მიდის და ჩახუტებას სთხოვს. დალაი ლამას კი ბიჭის თავი მასთან ახლოს მიაქვს და  ტუჩებში კოცნას სთხოვს. 


„მის უწმინდესობას სურს, ბოდიში მოუხადოს ბიჭსა და მის ოჯახს, ასევე მის მეგობრებს მთელი მსოფლიოს გარშემო. მისი უწმინდესობა ხშირად ეხუმრება ადამიანებს სახალისოდ და უმანკოდ, თუნდაც კამერების პირისპირ.” ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი ძილის შემდგომი ვარცხნილობის სასაცილო ფოტოს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

რიანას ტვიტერზე დარეგისტრირებულ ქალებს შორის, ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი