ბობ დილანის ნახატები, რომლებიც არტისტმა The Basement Tapes-ის პერიოდში შექმნა, ანტიკვარული წიგნის ბაზრობაზე გაიყიდება

წიგნის ბაზრობა 27-30 აპრილს იმართება.
ფოტო: ლარი ჰალსტი


წლების განმავლობაში ბობ დილანმა არაერთი ალბომის ყდის გაფორმებაზე იმუშავა და ნახატების კრებულები შექმნა. აქედან გამომდინარე, მომღერლის  ფანებს შესაძლებლობა ჰქონდათ საყვარელი მუსიკოსის  სახელოვნებო ნამუშევრებს გასცნობოდნენ. 

ამჯერად კი ნიუ იორკში გამართულ ანტიკვარული წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, არტისტის ნახატები გაიყიდება. ეს არის ნამუშევრები, რომელიც ბობ დილანმა ალბომის – The Basement Tapes-ის ჩაწერის პერიოდში შექმნა. რაც შეეხებაThe Basement Tapes-ს, ალბომი 1975 წელს გამოვიდა. 

ბობ დილანის ნახატი  ABAA New York International Antiquarian Book Fair-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენენ  და მისი ფასი 60 ათასი დოლარი იქნება. წიგნის ბაზრობა მანჰეტენზე, სახელოვნებო ორგანიზაცია Park Avenue Armory-ის საგამოფენო სივრცეში 27-30 აპრილს იმართება. 

დილანის ეს ნახატები არტისტის მუსიკალური შემოქმედების მსგავსად გამორჩეულია. ერთ-ერთ ნახატზე გამოსახულია კაცი გიტარით, მეორე  ნახატზე კი, როგორც თავად ნამუშევრების გამყიდველი ახასიათებს, „რობოტი გიტარის მექანიზმია“ შესრულებული. 

ნახატების წიგნის ბაზრობაზე გატანას საკმაოდ უჩვეულო ისტორია უძღვის წინ. 2022 წელს, ანტიკვარული ხელნაწერების და სახელოვნებო წიგნების დილერს,  გეიბ  ბოიერსს დაუკავშირდა პირი, რომლის დაც დილანის ყოფილი ბენდის წევრთან მეგობრობდა. საუბარია სწორედ იმ ბენდზე, რომელთან ერთადაც დილანმა The Basement Tapes ჩაწერა. საბოლოოდ ბოიერმა ნახატები თავისი გალერეისათვის შეიძინა. ამჯერად დილანის ნამუშევრები წიგნის ბაზრობაზე სწორედ აღნიშნული გალერეის სახელით იყიდება. 

როგორც გეიბ ბოიერსი აღნიშნავს,  ABAA New York International Antiquarian Book Fair სტუმრებს ერთგვარ სამუზეუმო გამოცდილებას სთავაზობს, რადგან ბაზრობაზე უამრავი უნიკალური ნივთია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ დილანის ნახატებთან ეღთად, ბოიერი ბაზრობაზე კიდევ ერთ უნიკალურ ნივთს წარადგენს – ეს არის ბეთჰოვენის ხელნაწერი, რომელიც კომპოზიტორის საკულტო ქმნილებას – სიმფონია  No. 9-ს შეეხება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lua-მ ახალი EP და ცოცხალი სესიის ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

მაიკლ ჯექსონის სიმღერის – They Don’t Care About Us ვიდეოს YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი