Inner City-ის კონცერტი თბილისში. ინტერვიუ ამერიკული ტექნო სცენის პიონერ არტისტ კევინ სანდერსონთან

2022 წელს, გავლენიანმა გამოცემა Rolling Stone-მა Inner City-ის 1988 წლის ჰიტი, სახელწოდებით Good Life „ყველა დროის 200 საუკეთესო საცეკვაო სიმღერების“ სიაში შეიყვანა.
Inner City

28 აპრილს, „აქსის თაუერსში“ მდებარე  „ფალესტრას“ ღია სივრცეში, ცნობილი ამერიკული ელექტრონული ჯგუფის – Inner City-ის კონცერტი გაიმართა. Inner City, როგორც მუსიკალური პროექტი, 1987 წელს დაარსდა. ჯგუფი დეტროიტელი ტექნო მუსიკის პიონერი არტისტის, კომპოზიტორ კევინ სანდერსონისა და მომღერალ პერის გრეის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. 1989 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Paradise წარადგინა. 

მუსიკალურ ბაზარზე Inner City-მ საცეკვაო მუსიკის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. 2022 წელს, გავლენიანმა გამოცემა Rolling Stone-მა Inner City-ის 1988 წლის ჰიტი, სახელწოდებით Good Life „ყველა დროის 200 საუკეთესო საცეკვაო სიმღერების“ სიაში შეიყვანა. Inner City, როგორც ჟანრის ერთ-ერთი პიონერი, ისეთი არტისტებისა და მუსიკალური პროექტების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან: გლორია გეინორი, The Chemical Brothers, Björk, Daft Punk და სხვა. 

2020 წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, Inner City მუსიკალურ ინდუსტრიაში მოულოდნელად დაბრუნდა და ახალი ალბომი – We All Move Together გამოუშვა. ამჯერად ჯგუფს კევინ სანდერსონის ვაჟიც შეუერთდა და მუსიკალური პროექტის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

28 აპრილს, კონცერტის დაწყებამდე „Billboard საქართველო“ Inner City-ის დამფუძნებელს კევინ სანდერსონს შეხვდა. ინტერვიუში არტისტმა მუსიკალური სცენის განვითარებაზე, Inner City-ის ახალ ეტაპზე და საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. 

კევინ სანდერსონი:

ჩემი  მუსიკალური შემოქმედებითი კარიერა ძალიან საინტერესო დროს დაიწყო. ამ დროს მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული ენერგეტიკა იყო. ეს ტალღა მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლონდონი, რომელმაც იმდროინდელი მუსიკალური სფეროს განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ამ დროს რეივ კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 90-იან წლებში მუსიკალურ სცენაზე ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარდა. მსმენელმაც შეიყვარა მუსიკა, დაიწყეს კლუბებში სიარული, მუსიკალურ ღონისძიებებზე დასწრება. ეს ცხოვრების წესად იქცა და მსოფლიოს ვირუსივით მოედო. ამ ეპოქიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ გაჩნდა სოციალური ქსელები და სტრიმინგ სერვისები. ციფრულმა ეპოქამ მუსიკოსები და აუდიტორია ერთმანეთთან დააკავშირა. ინტერნეტ და სოციალური მედიის ეპოქამ მუსიკალური განათლების დონე და ზოგადად ცნობადობა გაზარდა. ახლა მარტივად შეიძლება აღმოაჩინო არტისტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, არ არის აუცილებელი მის მუსიკალურ საღამოზე მოხვდე. შესაძლოა, მის შემოქმედებას უკვე ონლაინ გაეცნო. ამ პროცესებმა ცხადია, შეცვალა მუსიკალური ინდუსტრია და ახალ ეტაპზე გადაიყვანა.“

კევინ სანდერსონი, Inner City

კევინ სანდერსონი მიიჩნევს, რომ დღევანდელი რეალობა პროგრესის შედეგია, რომელმაც მუსიკის ხელმისაწვდომობა განაპირობა, რაც დადებითი ფაქტორია. გარდა შემოქმედებითი ნაწილისა, კევინ სანდერსონს კრიტიკოსები ისეთ არტისტად ახასიათებენ, ვისაც საკუთარი შემოქმედების კომერციალიზაციის კარგი ხედვა აქვს. ჯერ კიდევ 1997 წელს, Inner City-ზე საუბრისას არტისტი ამბობდა, რომ სურს, რაც შეიძლება მეტ აუდიტორიას მისწვდეს. შემოქმედების საყოველთაოდ გავრცელება და მსმენელში მეტი პოპულარობის მოპოვება კევინ სანდერსონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. სწორედ ამ ხედვამ განაპირობა, რომ არტისტი და მისი პროექტი Inner City თანამედროვე რეალობასთან ადაპტირდა და  2020 წელს, (პირველი ალბომის გამოშვებიდან 30 წლის შემდეგ), ალბომის წარდგენით შემოქმედებაში ახალი ეპოქა დაიწყო. 

Inner City-ის დღევანდელი შემადგენლობა განსხვავებულია. მუსიკალურ პროექტს ახალი ვოკალისტი, სტეფან კრიტსიანი ჰყავს. მან ჯგუფში პერის გრეი ჩაანაცვლა, რომელმაც მუსიკალური სცენა დატოვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Inner City-ის კევინ სანდერსონის შვილი, დენტიზ სანდერსონიც შეუერთდა. 

კევინ სანდერსონი:

ყველაფერი Inner City-ის ალბომის 30 წლის საიუბილეო თარიღით დაიწყო. ამ დროისათვის ახალ ვოკალისტთან, სტეფანისთან ვთანამშრომლობდი. ჩემს გვერდით იყო ჩემი ვაჟიც, რომელიც ჯგუფის წევრია. Მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობდი, გარემოებების გათვალისწინებით, საბოლოოდ ვიფიქრე – რატომაც არა? გამოვუშვით ალბომი, დავიწყეთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და მუსიკალური შოუების ჩატარება.“

კევინ სანდერსონი საქართველოს მეორედ ეწვია. „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას სანდერსონმა აღნიშნა, რომ აქ განსაკუთრებული ენერგეტიკაა, რომელსაც აუდიტორია განაპირობებს. 

„ამ ქვეყანაში გამორჩეულად თბილი ხალხია, ასევე, გასაოცარი სამზარეულო გაქვთ, აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა. აუდიტორია სიცოცხლით სავსე და გახსნილია, რაც არაჩვეულებრივია.“ – აღნიშნავს კევინ სანდერსონი.

Inner City-ის კონცერტი ენერგიული შესრულებით, მუსიკოსების არტისტულობით და აუდიტორიასთან ინტერაქციით გამოირჩეოდა. კევინ სანდერსონის მუსიკა ტექნოს ნოსტალგიური ჟღერადობისა და თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების სინთეზს ქმნის, რითაც Inner City რეივ სცენის სხვადასხვა თაობის აუდიტორიას ერთ საცეკვაო მოედანზე აერთიანებს.

„ფალესტრაში“ გამართული მუსიკალური საღამოს ფარგლებში, სცენაზე ქართველი არტისტებიც წარდგნენ. აუდიტორიისათვის  Monkey-ს რეზიდენტმა თემურიკო დიასამიძემ და ნინო კვანტრიშვილმა დაუკრეს.

მოუსმინეთ Inner City-ის ჰიტს – Good Life:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„უკრაინა + საქართველო – ერთმანეთის გვერდით” – საქველმოქმედო კონცერტი სოხუმის თეატრში

შემდეგი სტატია

ფრედი მერკურის ძვირადღირებული ნივთების საგამოფენო ტურნე მოეწყობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი
ჯენიფერ ჰადსონი 2026 წლის 30 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულ MusiCares Person of the Year-ის დაჯილდოების ცერემონიაზე. ფოტო: Lester Cohen/Getty Images for The Recording Academy

მსოფლიო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაზე ჯენიფერ ჰადსონი, ნიკოლ შერზინგერი და სხვა ვარსკვლავები წარდგებიან

ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ტომ კრუზიც გამოჩნდება
მეტი
Mechanical Rainbow ფოტო: ნიტა შარიფაშვილი

Mechanical Rainbow-ს ახალი სინგლი PANDORA

„PANDORA ამ ქაოსში დამაბნეველი, მაგრამ გულწრფელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციების ნაკრებია, ხოლო ამ გაურკვევლობის გამორკვევა და ინტერპრეტაცია, სჯობს, ხალხს მივანდოთ.“
მეტი