ჯონ ბონ ჯოვი ფიქრობს, რომ  „ასაკს მნიშვნელობა არ აქვს“, როცა საქმე შვილის – ჯეიკის და მილი ბობი ბრაუნის ნიშნობას ეხება

მუსიკოსის ოცი წლის ვაჟმა და Stranger Things-ის მსახიობმა მილი ბობი ბრაუნმა ნიშნობა გასულ თვეში გამოაცხადეს.
ჯონ ბონ ჯოვი 2023 წლის 1 მაისი, ფლორიდა. ფოტო: ემა მაკინტაირი
ჯონ ბონ ჯოვი 2023 წლის 1 მაისი, ფლორიდა. ფოტო: ემა მაკინტაირი

სამშაბათს, ორ მაისს, როკის ლეგენდა ჯონ ბონ ჯოვი, ენდი კოენის შოუს SiriusXM ესტუმრა, სადაც წამყვანმა მუსიკოსს, შვილის, ჯეიკ ბონჯოვის და  მსახიობ მილი ბობი ბრაუნის ნიშნობა მიულოცა.

მას შემდეგ რაც მუსიკოსმა აღნიშნა, რომ ოთხი შვილიდან, სამი ახლახან დაინიშნა, კოენმა ჰკითხა –  ფიქრობს თუ არა, რომ 20 წლის შვილი ჯეიკი ადრეულ ასაკში დაინიშნა.

„არ ვიცი აქვს თუ არა მნიშვნელობა ასაკს, ვფიქრობ თუ სწორ პარტნიორს იპოვით და ერთად გაიზრდებით, ეს უფრო გონივრული იქნება.  ჩემმა შვილებმა  ის ადამიანები იპოვეს, რომელთან ერთადაც სურთ რომ გაიზარდონ. ჩვენ ყველა მათგანი ძალიან მოგვწონს“. – უპასუხა ჯონ ბონ ჯოვიმ.

გასულ თვეს მილი ბობი ბრაუნმა ინსტაგრამზე შავ-თეთრი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი სანაპიროზეა და მსახიობს თითზე ბრილიანტის ბეჭედი უბრწყინავს. „ძვირფასო უკვე სამი ზაფხულია მიყვარხარ“ – წერს მსახიობი.

ამავე გადაღებიდან კადრი ჯეიკ ბონჯოვმაც გამოაქვეყნა – წარწერით „სამუდამოდ“.

წყვილი 2021 წლიდან ერთად არიან.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილსმა ახალი მუსიკალური ვიდეო –  Satellite გამოუშვა

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი ამბობს, რომ ბენ აფლეკი შესანიშნავი მამაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი 2000 წელი, ნიუ-იორკში MTV-ს მუსიკალური დაჯილდოება. ფოტო: დეივ ჰოგანი

ბრიტნი სპირსის მემუარებიდან ირკვევა, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკთან ურთიერთობის დროს, ბრიტნიმ აბორტი გაიკეთა

„ჩემთვის ეს არ იყო ტრაგედია“ - წერს ბრიტნი ავტობიოგრაფიულ წიგნში, მოულოდნელი ორსულობის შესახებ.
მეტი
რასელ ბრანდი, 2014 წლის 6 ოქტომბერი, ლონდონი, ფოტო: მაიკლ მარსლენდი

ინგლისელი მსახიობი რასელ ბრანდი ბრიტანულ გამოცემებში გამოქვეყნებულ ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ უარყოფს

კომიკოსმა და ინფლუენსერმა ბრალდების საპასუხოდ ვიდეო გამოაქვეყნა
მეტი

შოვში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო Black Sea Arena-მ  Nile Rodgers & Chic-ისა და FKJ-ის კონცერტები გააუქმა

Starring Georgia კამპანიის ფარგლებში 5-6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები რაჭაში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო გაუქმდა.
მეტი
ბილი აილიში 2023 წლის Met Gala-ზე. ნიუ-იორკი. ფოტო: კრისტოფერ პოლკი

ბილი აილიში კონცერტის დროს არტისტების მისამართით საგნების სროლის ფაქტებს ეხმიანება

კონცერტების დროს თაყვანისმცემლების მხრიდან საგნების სროლის შემაშფოთებელი ტენდენცია გრძელდება.
მეტი