ილონ მასკის თქმით, ტვიტერის ახალი CEO ლინდა იაკარინოა

თავად მასკი აღმასრულებელი თავმჯდომარისა და მთავარი ტექნოლოგის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
ლინდა იაკარინო
Santiago Felipe/Getty Images

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ ტვიტერის ახალი CEO NBCUniversal-ის ლინდა იაკარინოა, რომელსაც დიდი კავშირი აქვს სარეკლამო ინდუსტრიასთან.

„მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ლინდა იაკარინო ტვიტერის ახალი თავმჯდომარის პოზიციაზე! “- დაწერა მასკმა ტვიტერზე და დაამატა, რომ იაკარინო ძირითადად ბიზნეს ოპერაციებზე იქნება ორიენტირებული, თავად მასკი კი პროდუქტის დიზაინსა და ტექნოლოგიებს უხელმძღვანელებს.

ლინდა იაკარინო 12 წლის განმავლობაში NBCUniversal-ისთვის მუშაობდა, სადაც 2011 წლის შემდეგ მისმა გუნდმა 100 მილიარდი დოლარის რეკლამა გამოიმუშავა. LInkedIn-ის მიხედვით, იაკარინო მანამდე NBC-ის სარეკლამო სამსახურს ხელმძღვანელობდა. კიდევ უფრო ადრე კი, თითქმის 20 წლის განმავლობაში, მუშაობდა გასართობი ინდუსტრიის საერთაშორისო კომპანიაში Turner.

Სარეკლამო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იაკარინოს შეუძლია აღადგინოს რეკლამის დამკვეთების ნდობა ტვიტერის მიმართ. 

„თუ ვინმეს შეუძლია გადმოთარგმნოს მასკის ხედვა მარკეტერების სასარგებლოდ, ეს სწორედ ის იქნება,” – ამბობენ იაკარინოზე. 

თავად ილონ მასკი უკვე დიდი ხანია ამბობს, რომ არ აპირებს, მუდმივად დარჩეს ტვიტერის დირექტორის პოზიციაზე. რამდენიმე დღის წინ კი „ტესლას” დამფუძნებელმა განაცხადა, რომ იგი ტვიტერის აღმასრულებელი თავმჯდომარისა და მთავარი ტექნოლოგის თანამდებობაზე გადაინაცვლებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კაილი მინოუგმა ახალი ალბომი – Tension დააანონსა

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-მ და რიანამ შვილის პირველი დაბადების დღე აღნიშნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

ნინი ნუცუბიძე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური დაჯილდოების, Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშია.  8 მარტს…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

2024 წელს წინანდლის მამულის ამფითეატრში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ტრადიციული ღონისძიება, „ევროპაკონცერტი” გაიმართება.  პოლ მაკარტნიმ დაკარგული გიტარა იპოვა  თამადამ…
მეტი

“Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

8 მარტს Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” – ნიკ უესტს უმასპინძლებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, მებო ნუცუბიძემ ახალი სიმღერა…
მეტი