როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები – დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა

როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები | დავით სულაქველიძე

 „ქოლგა თბილისი ფოტო 2023″ -ის ფარგლებში ფოტოგრაფ დავით სულაქველიძის გამოფენა, სახელწოდებით  „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“ გაიხსნა. 

ფოტოგამოფენა საქართველოს 80-იანი წლების ისტორიას ასახავს, ფოტოები დამთვალიერებელს  იმ პერიოდის შესახებ უყვება, როცა საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ფოტოსერიის ავტორი დავით სულაქველიძე სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდა – ის იყო მუსიკოსი, მათემატიკოსი, ფოტოგრაფი და შემდეგ საქართველოში ერთ-ერთი პიონერი გრაფიკული დიზაინერი. აღსანიშნავია, რომ ეს სერია აერთიანებს მუსიკალური ფოტოგრაფიის ნაწილსაც. დავით სულაქველიძე თავად იყო იმ მოვლენების უშუალო მონაწილე, რომელსაც ასახავდა. როგორც გამოფენის ორგანიზატორები აღნიშნავენ, „ფოტოები კარგად აჩვენებს მისწრაფებას თავისუფლებისკენ, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რაც უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოვლინდა საზოგადოებაში.“

როგორც გამოფენის კურატორი გურამ წიბახაშვილი Billboard საქართველოსთან საუბრისას აღნიშნავს,  დავით სულაქველიძის პროფესიებმა და მისმა მრავალფეროვანმა ინტერესებმა ფოტოარქივი უნიკალურ მემკვიდრეობად აქცია. 

გურამ წიბახაშვილი, ფოტოგრაფი:

„დავით სულაქველიძე იყო როკ მუსიკოსი, მათემატიკოსი, მისი საქმიანობა და ინტერესი დაკავშირებული ისეთ სხვადასხვა სფეროსთან როგორებიც არის სპორტი, კინო, გრაფიკული დიზაინი და მისი ეს მრავალმხრივი მოღვაწეობა გამოფენაზეც აისახება. სამწუხაროდ დავით სულაქველიძე ორი წლის წინ გარდაიცვალა. მისი ნეგატივები ახლახან ნიკა დუმბაძემ აღმოაჩინა და გადავწყვიტეთ, რომ ეს ნამუშევრები აუცილებლად უნდა გამოფენილიყო. აქ წარმოდგენილი ფოტოები  1982 წლიდან 1989 წლამდეა გადაღებული და არქივის მხოლოდ ნაწილია.“

ექსპოზიციას  20 ივნისის ჩათვლით „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს.  გამოფენის შესახებ მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონას ეროტიკული ფოტოები კრისტის აუქციონზე გაიყიდება

შემდეგი სტატია

სერგი გვარჯალაძემ  პროექტის Faketivists-ის ფარგლებში კოლაბორაციული EP წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი