მადონას ეროტიკული ფოტოები კრისტის აუქციონზე გაიყიდება

აუქციონი და ტურნე მომღერლის წიგნის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
მადონა
Andrew Lipovsky/NBCU Photo Bank/NBCUniversal via Getty Images

მადონას 1992 წლის ცნობილი ეროტიკული ფოტოალბომის Sex-ის გამოცემიდან 30 წლის იუბილეს აღნიშვნას კრისტის აუქციონი განაგრძობს. Madonna x Meisel — The SEX Photographs ასე ერქმევა პროექტს, რომელიც ივ სენ ლორანის მიერ 2022 წელს მადონას ხელახლა გამოცემული წიგნის საჯარო ჩვენებებსა და აუქციონს გულისხმობს, სადაც 40-ზე მეტი ნამუშევარი გაიყიდება. აუქციონი 6 ოქტომბერს ნიუ-იორკში გაიმართება, თუმცა მანამდე ფოტოები ლონდონში, პარიზსა და ნიუ-იორკში გამოიფინება.

თავის დროზე წიგნმა დიდი სენსაცია გამოიწვია სტივენ მეისელის ეროტიკული ფოტოებისა და თან დართული ტექსტების დამსახურებით, რომლითაც მადონა თავის დომინანტ პერსონაჟს Mistress Dita-ს წარმოაჩენდა. ფოტოებში მადონასთან ერთად პოზირებდნენ რეპერები Big Daddy Kane და Vanilla Ice, ნაომი კემპბელი, გეი პორნოვარსკვლავი ჯოი სტეფანო და სხვები. 

Sex ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ყავის მაგიდის წიგნი გახდა. 2022 წელს კი მადონამ და ივ სენ ლორანის კრეატიულმა დირექტორმა მისი გამოშვებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნეს და ალბომი ახლიდან, შეზღუდული ტირაჟით გამოსცეს.

„ის ჰაიპი და მხურვალე ენერგია, რომელსაც მადონა ასხივებდა 1990-იანების დასაწყისში, სტივენ მეისელის ფოტოებმა უკვდავყო,” – წერია კრისტის აუქციონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „მან იცოდა, როგორ დაეჭირა პოპის დედოფლის ხიბლი და სექსუალურობა სრულიად უკონკურენტო გზით. ის, რაც წიგნის გამოცემიდან 30 წლის შემდეგ გახდა ცხადი, არის, რომ ეს ნამუშევრები დღემდე საკულტო ფოტოებად დარჩა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არტ-გენი 2023 – ფესტივალი საიუბილეო მეოცე სეზონს აღნიშნავს

შემდეგი სტატია

როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები – დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი