წლის ქალის ტიტულის მიღებისას Doechii-მ Billboard Women in Music-ს აუცილებლობა უწოდა

გრემის მფლობელი რეპერი 2023 წელს Billboard Women in Music-ის ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა.
Doechii Billboard Women in Music-ის დაჯილდოებაზე
Rich Polk

საუკეთესო რეპალბომისთვის გრემის მოგებისა და Anxiety-ს Billboard Hot 100-ის ტოპ ათეულში მოხვედრის შემდეგ Doechii ამჯერად Billboard Women in Music 2025-ზე გამოჩნდა, როგორც წლის ქალის ტიტულის მფლობელი. რეპერი სცენაზე მისმა ორმა მუსიკალურმა პარტნიორმა, ჯეიდა ლავმა და დიჯეი მის მილანმა წარადგინეს. 

„არ მჯერა, რომ სულ რაღაც ორი წლის წინ ამ სცენაზე ვიდექი და „ბილბორდის” ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს ვიღებდი. ისეთი მონდომებით ვასრულებდი და  ვცეკვავდი,” – გაიხსენა რეპერმა 2023 წლის Billboard Women in Music-ზე გამოსვლა. „და, აი, ახლა ისევ აქ ვარ.”

მას შემდეგ კი, რაც ოჯახს, ღმერთსა და თავისი გუნდის ქალ წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, Doechii-მ აღნიშნა, რომ წლის ქალის წოდების მიღება მისთვის ერთგვარი წრის შემკვრელი მომენტია.

რეპერმა Billboard Women in Music-ის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „ღონისძიება, რომელსაც 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი, იმიტომ დაარსდა, რომ ქალები მუსიკალურ ბიზნესში დაიღალნენ იმით, რომ ვერ იღებდნენ დამსახურებულ კრედიტებსა და ადგილებს მაგიდებთან. ეს ღონისძიება აუცილებლობიდან გამომდინარე შეიქმნა. სიტყვა „აუცილებლობა” მნიშვნელოვანია. ჩემი მიქსტეიპი Alligator Bites Never Heal იყო სივრცე, რომელიც სწორედ აუცილებლობიდან გამომდინარე შევქმენი. ეს იყო სივრცე, რომელშიც დამინახავდნენ და ჩემს ხმას გაიგონებდნენ და სივრცე, რომლითაც სხვა ადამიანებს დავუკავშირდებოდი.”

მუსიკოსმა აღნიშნა, რომ თითქმის ორი დეკადის შემდეგ, რაც Billboard Women in Music არსებობს, „ინკლუზიურობის ნაკლებობა და სექსიზმი ჯერ კიდევ რჩება ინდუსტრიის გამოწვევებად. ეს კი პრობლემაა. ამიტომაც ვარ მადლიერი, რომ Billboard Women in Music არსებობს. ჩვენ ვართ შემქმნელები, ჩვენ ვართ აღმასრულებლები და ვართ ინოვატორები, რომლებიც ზუსტად ისეთივე ცენტრალურ ფიგურებს წარმოვადგენთ ამ ინდუსტრიაში, როგორსაც კაცები.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Playboi Carti 2024 წლის 2 აგვისტო.

Playboi Carti-ს ალბომი MUSIC Billboard 200-ის პირველ ადგილს მეორე კვირაა ინარჩუნებს

შემდეგი სტატია

ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი