შაბათს, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე მეტალ ბენდების ENFORCEMENT, BLACK TOOTH, EVIL DECAY და PERFECT LEGACY ფინალური ბათლი გაიმართება. კონკურსში ოთხი ქვეყნის ბენდები (საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი) მიიღებენ მონაწილეობას.
ფინალური ბათლის გამარჯვებული კი მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ფესტივალზე Wacken Open Air-ზე დაუკრავს.
„2012 წელს ჩვენ (JAM! Events) სამხრეთ კავკასიაში მსოფლიოში უმსხვილესი როკ/მეტალ ფესტივალის (Wacken Open Air/Germany) პარტნიორი და პრომოუტერი გავხდით.
Metal Battle შესარჩევი კონკურსია, რომელიც თითქმის მთელს მსოფლიოში ტარდება. კონკურსში გამარჯვებული ბენდი თავის რეგიონს ამ ფესტივალზე წარადგენს.
ამ წლიდან ჩვენს რეგიონს თურქეთიც დაემატა და ჯამში ოთხი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) ბენდები მიიღებენ მონაწილეობას.
მუსიკალური მხარეს გარდა, ეს პროექტი რეგიონის ახალგაზრდების ერთმანეთთან კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების შესანიშნავი საშუალებაა. ძალიან ბედნიერები ვართ, როცა ვხედავთ როგორ თანამშრომლობენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს, მაგალითად სომხური და აზერბაიჯანული ბენდები, რაც ჩვენთან უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.” – ერიკ ხაჩენს (Eric Hutchence), ფესტივალის ორგანიზატორი, Wacken Metal Battle Caucasia & Türkiye დირექტორი.
Metal Battle-ის ჟიურის წევრები მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლები იქნებიან. ყოველი მათგანი ფინალისტების ქვეყნებიდან არიან.
„თვითონ Wacken Open Air დღეს, მსოფლიოში მასშტაბით უმსხვილესი ფესტივალია, რომელიც ხუთი დღის განმავლობაში ტარდება. აქვს ათი სცენა და ახალ ბენდებსაც შანსს აძლევს, მაგალითად ჩვენი კონკურსის მეშვეობით.
20 მაისს, 18:00 საათიდან, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე ფინალი გაიმართება, სადაც გამოვლინდება ბენდი, რომელიც წელს გერმანიაში ჩვენს რეგიონს წარადგენს.“ – ერიკ ხაჩენს (Eric Hutchence), ფესტივალის ორგანიზატორი, Wacken Metal Battle Caucasia & Türkiye დირექტორი.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები QUEMMEKH და ERIC HUTCHENCE დაუკრავენ.
Metal Battle-ზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.