ბიონსე და კენდრიკ ლამარი მუსიკალური თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. ახლახან ბიონსემ თავისი ახალი ალბომის – Renaissance-ის ერთ-ერთი ჰიტის, სახელწოდებით America Has a Problem გარემიქსებული ვერსია წარადგინა. ტრეკის რემიქსს ლამარის ერთწუთიანი ტექსტი ხსნის. რეჩიტატივი რეპერისათვის დამახასიათებელი რითმით გამოირჩევა.
არტისტებმა პირველად 2016 წლის ცნობილი ალბომის Lemonade-ის ფარგლებში ითანამშრომლეს. ლამარის პარტია გაჟღერდა ბიონსეს სიმღერაში – Freedom. ამავე წელს BET Awards-ზე Freedom საუკეთესო შესრულების ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა. წარსულში კენდრიკ ლამარი და ბიონსე ერთად სცენაზეც გამოჩნდნენ. ნიუ ჯერსიში მდებარე Metlife Stadium-ზე მიმდინარე კონცერტისას, არტისტებმა ერთად სწორედ Freedom შეასრულეს.
2017 წელს Rolling Stone-ში გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში კენდრიკ ლამარმა ბიონსესთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. „ის პერფექციონისტია“ – აღნიშნა რეპერმა ბიონსეს დახასიათებისას.
მოუსმინეთ სიმღერის America Has a Problem გარემიქსებულ ვერსიას: