დუა ლიპა ფილმ Barbie-ისთვის დაწერილ სინგლს აანონსებს

მომღერალი პროექტში მსახიობის სტატუსითაც არის ჩართული და ფილმში ქალთევზა ბარბის როლს ასრულებს.
ფოტო: დიმიტრიოს კამბურისი/The Met Museum/Vogue

როგორც ოფიციალურად ცნობილია, დუა ლიპა გრეტა გერვიგის ახალ სარეჟისორო ნამუშევარში, სახელწოდებით Barbie სირინოზის როლს ასრულებს. ახლახან კი მომღერალმა ფილმისათვის დაწერილი ახალი სიმღერა Dance the Night დააანონსა. 

„ბარბის სიმღერა ამ კვირას გამოვა“ – წერს პოპ ვარსკვლავი თავის ინსტაგრამზე. მომღერალმა ეს აღწერა დაურთო ვიდეოს, რომელშიც მან ფილიდან მარგო რობის ცნობილი სცენის იმიტაცია წარმოადგინა. 

Barbie-ის წინასაპრემიერო პერიოდის განმავლობაში, დუა ლიპა სოციალურ მედიაში საკმაოდ აქტიურია და ფილმის მოახლოებულ პრემიერას ხშირად ეხმიანება. 

Barbie-ის პრემიერა ამ ზაფხულს შედგება. ფილმი მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 21 ივლისიდან გამოჩნდება. დუა ლიპა მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს,სიუჟეტი მარგო რობის პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება. რობის პარტნიორობას რაიან გოსლინგი უწევს, რომელიც კენის როლს ასრულებს. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც დუა ლიპამ Barbie-ის სიმღერა, Dance the Night დააანონსა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანის კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ The Idol-მა ოვაციები დაიმსახურა

შემდეგი სტატია

კანის კინოფესტივალს BLACKPINK-ის ჯენი Chanel-ის კოსტიუმით დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი