კანის კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ The Idol-მა ოვაციები დაიმსახურა

The Idol-ის საჯარო პრემიერა HBO Max-ზე 4 ივნისს შედგება.
ფოტო: კრისტი სფეროუ/Getty Images


22 მაისს კანის კინოფესტივალზე HBO-ს ხმაურიანად დაანონსებული სერიალის – The Idol-ის მსოფლიო პრემიერა შედგა. როგორც The Hollywood Reporter წერს, Ჩვენების შემდეგ ნამუშევარმა დარბაზისაგან ხუთწუთიანი ოვაციები დაიმსახურა

გამოცემა იუწყება, რომ ამ გამოხმაურებას სერიალის ერთ-ერთი შემქმნელი, რეჟისორი სემ ლევინსონი განსაკუთრებით  ემოციურად შეხვდა და აღნიშნა, რომ პროექტით ამაყობს. 

რეჟისორმა ასევე მოიხსენია The Idol-ის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები. „თითქოს ოჯახი შევიძინე“ – თქვა სემ ლევისონმა კოლეგებზე საუბრისას. 

The Idol -ის კონცეფცია The Weeknd-ს ეკუთვნის. იგი სერიალში ერთ-ერთი საკვანძო პერსონაჟის როლის შემსრულებლის ამპლუაშიც წარდგა, რაც არტისტისათვის სამსახიობო დებიუტია. The Weeknd-ს შოუში პარტნიორობას ლილი-როუზ დეპი უწევს, რომელიც პოპ ვარსკვლავის როლს ასრულებს. მისი პერსონაჟი კრიზისშია და რთული მენტალური მდგომარეობის წინაშე დგას. რაც შეეხება The Weeknd-ის მისი გმირი კულტის ლიდერს განასახიერებს. 

The Idol  განსაკუთრებული ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობით გამოირჩევა. სერიალში მონაწილეობენ თანამედროვე პოპ-კულტურის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან  ტროი სივანი,  BLACKPINK-ის წევრი ჯენი და სხვა ცნობილი სახეები.  სემ ლევინსონთან და The Weeknd-თან ერთად, შოუს შემქმნელი რეზა ფაჰიმიც არის.

ცოტა ხნის წინ The Weeknd საჯაროდ გამოეხმაურა Rolling Stone-ის სტატიას, რომელშიც The Idol-ის სკანდალური ხასიათი იყო განხილული. არტისტმა პროექტი დაიცვა და ჟურნალი არარელევანტური გამოცემის ჭრილში მოიხსენია. 

რაც შეეხება The Idol-ის საჯარო პრემიერას, სერიალი HBO Max-ზე ხელმისაწვდომი 4 ივნისიდან იქნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ – ინტერვიუ ნათია სართანიასთან და ჯაბა შავიშვილთან

შემდეგი სტატია

დუა ლიპა ფილმ Barbie-ისთვის დაწერილ სინგლს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი