მაილი საირუსმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ აღარ აპირებს საკონცერტო ტურნეების გამართვას

„ამას ფანების დაუფასებლობასთან კავშირი არ აქვს“ – აღნიშნა ვარსკვლავმა.
ფოტო: ბრენდან უოლტერი

მაილი საირუსმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ არ სურს ტურნეს ფარგლებში კონცერტების გამართვა. საირუსმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირველად ინტერვიუში გააჟღერა, ამჯერად კი მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მიზეზებზე უფრო დეტალურად ისაუბრა,.  

„უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ჩემს ფანებთან ახლა იმდენად დიდ კავშირს ვგრძნობ, როგორც არასდროს.“ აღნიშნულია პოსტში, რომელიც საირუსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა. „მიუხედავად იმისა, რომ კონცერტზე პირისპირ არ ვხედავ, ისინი ჩემს გულში არიან.“

„ამას ფანების დაუფასებლობასთან კავშირი არ აქვს“ – აღნიშნა ვარსკვლავმა. Საირუსის თქმით, არ არის მზად, მუსიკალური ტურნეს რეჟიმით იცხოვროს. 

ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ალბომის Endless Summer Vacation-ის მხარდამჭერი ტურნეს დაწყებას არ აპირებს. საირუსმა სტადიონებზე გამართულ შოუებს „არაბუნებრივი“ მდგომარეობა უწოდა. მომღერლის თქმით, მას საკუთარი თავისთვის ცხოვრება სურს და არ უნდა, რომ გადაწყვეტილებები სხვისი სურვილების  მიხედვით  მიიღოს. 

ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში კი არტისტმა დაამატა, რომ უბრალოდ არ სურს „მოძრავ ავტობუსში ეძინოს“. მომღერალმა ეს მდგომარეობა საკონცერტო ტურნეების თანმდევ, გარდაუვალი გარემოებად დაასახელა. 

„ამ მომენტში ეს ჩემთვის საუკეთესო არჩევანი არ არის“ – აღნიშნა  საირუსმა და გულშემატკივრებს მიმართა „მიყვარხართ სამუდამოდ“.

წაიკითხეთ მაილი საირუსის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბერლინის კონცერტის შემდეგ როჯერ უოტერსი მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

6 გამორჩეული ცოცხალი შესრულება ტინა ტერნერის მუსიკალური შემოქმედებიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი