ბერლინის კონცერტის შემდეგ როჯერ უოტერსი მწვავე კრიტიკას გამოეხმაურა

უოტერსი კონცერტზე ნაცისტური უნიფორმის მსგავსი კოსტიუმით გამოჩნდა. შოუს მსვლელობისას კი სცენაზე რეჟიმის მსხვერპლების სახელები გაჩნდა.
ფოტო: მარიანო რეჯიდორი/Redferns

როჯერ უოტერსის საჯარო გამოჩენამ კიდევ ერთხელ გამოიწვია ხმაური. გასულ კვირას ბერლინში გამართული ორ კონცერტზე  Pink Floyd-ის ყოფილი წევრი სცენაზე გამოჩნდა კოსტიუმით, რომელსაც ნაცისტური უნიფორმის მსგავსი დიზაინი ჰქონდა. ამის გარდა შოუ შეიცავდა ისეთ გზავნილებს, რომლებიც ებრაულმა საზოგადოებამ  ჰოლოკოსტის მსხვერპლი ანა ფრანკის ხსოვნის შეურაცხყოფად მიიჩნია.

ახლახან მუსიკოსი მწვავე კრიტიკას სოციალური მედიის მეშვეობით გამოეხმაურა. უოტერსმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ უსამართლობის დაგმობას გააგრძელებს. 

„ბერლინში გამართულ ჩემს ბოლო შოუებს თავდასხმები მოჰყვა მათგან, ვისაც სურთ შეურაცხმყონ და გამაჩუმონ, რადგან ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებსა და მორალურ პრინციპებს არ ეთანხმებიან.“ – წერია როჯერ უოტერსის პოსტში. მუსიკოსის თქმით, მისი შოუს ელემენტები ცხადად უპირისპირდება ფაშიზმს, უსამართლობასა და ფანატიზმს.

„მთელი ჩემი ცხოვრება ავტორიტარიზმს და ჩაგვრას ხმამაღლა ვუპირისპირდები.“ –  Pink Floyd-ის ყოფილი წევრი. „ომის შემდგომ, როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩვენს ოჯახში ხშირად ისმოდა ანა ფრანკის სახელი. ის გახდა შემახსენებელი სიმბოლო იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ფაშიზმი უგულებელყოფილია. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩემი მშობლები ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდნენ.“

როჯერ უოტერსის კონცერტი ბერლინში, Mercedes-Benz Arena-ზე 17 და 18 მაისს გაიმართა. შოუს დაწყებამდე მუსიკოსი სცენაზე გამოვიდა და აუდიტორიას მიმართა –  „შოუ ათ წუთში დაიწყება. ფრანკფურტის სასამართლომ დაადგინა, რომ ანტისემიტი არ ვარ. ყველაფერი ნათელი რომ იყოს, გეტყვით – მე ვგმობ ანტისემიტიზმს“. როჯერ უოტერსის ეს განცხადება უკავშირდებოდა მოვლენებს, რომელიც ამ შოუს წინ უძღოდა. აპრილში ფრანკფურტის შესაბამისი ინსტიტუციების წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ უოტერსის კონცერტი გაუქმებულიყო, რადგან მათივე თქმით – როჯერ უოტერსი „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტისემიტია“. საჩივრის მიღების შემდეგ, სასამართლომ საქმე განიხილა და დაადგინა, რომ კანონის ძალით მუსიკოსის კონცერტი გაუქმებას არ ექვემდებარებოდა. 

ბერლინის კონცერტების განსაკუთრებით შეურაცხმყოფელ ნაწილად მიიჩნიეს შოუს ის ეპიზოდი, როდესაც სცენაზე ნაცისტური რეჟიმისა და მოძრაობის  მსხვერპლების სახელები გაჩნდა. Მათ შორის იყო ანა ფრანკი. ამ სახელების შემდეგ კი სცენის ეკრანზე პალესტინელ-ამერიკელი ჟურნალისტის, შირინ აბუ აკლეს სახელი გამოჩნდა. მიიჩნევა, რომ ჟურნალისტი ისრაელი ჯარისკაცების ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.  შოუს ამ ნაწილის შემდეგ, უოტერსი სცენაზე დაბრუნდა სასცენო კოსტიუმით, რომელიც ძალიან ჰგავდა ნაცისტური გერმანიის სამხედრო პირების უნიფორმას. 

როჯერ უოტერსის შოუს ისრაელის მთავრობა ტვიტერის ოფიციალური ანგარიშის მეშვეობით გამოეხმაურა. „დილა მშვიდობის. როჯერ უოტერსმა ბერლინში (დიახ ბერლინში) კონცერტისას ანა ფრანკის და ჰოლოკოსტის მსხვერპლი სხვა ექვსი მილიონი ებრაელის ხსოვნა შეურაცხყო“ – ნათქვამია პოსტში. 

შოუს შემდე ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა „საიმონ ვიზენტალის ცენტრმა“, რომელიც ებრაელი ხალხის უფლებების დამცველი ორგანიზაციაა. „სირცხვილი ფრანკფურტის ოფიციალურ წარმომადგენლებს და  ბერლინის Mercedes Benz-ის სტადიონს, რომ ანტისემიტ როჯერ უოტერსს სივრცე დაუთმო.“ – წერია პოსტში. 

პრესკონფერენციის დროს, Billboard-მა შოუს შესახებ კითხვა დასვა, თუმცა უოტერსის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია. 

ნახეთ ტვიტები, რომლებიც უოტერსის მიერ ბერლინში გამართულ მუსიკალურ შოუებს შეეხება: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ერეკლე გეწაძემ ორი განსხვავებული კონცეფციის ალბომი გამოსცა

შემდეგი სტატია

მაილი საირუსმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ აღარ აპირებს საკონცერტო ტურნეების გამართვას

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი

Skazz-ის ახალი ალბომი Transit

Transit-ში შესული რვა კომპოზიცია თბილისის სხვადასხვა სივრცესა და მათთან დაკავშირებულ ისტორიებს აერთიანებს.
მეტი

საიმიგრაციო სამსახურის ახალ ვიდეოებში თეთრი სალხი Bad Bunny-სა და დრეიკის სიმღერებს იყენებს

ტიკტოკზე გამოქვეყნებულ კლიპებში საიმიგრაციო სამსახურის დაკავებების ფონზე ბენიტოს La Mudanza და დრეიკის Hoe Phase ჟღერს.
მეტი

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი