Kiosk Ruleta-ს ექსპერიმენტული კონცერტი „ჰარაკში“

„Kiosk Ruleta-ში ყველაფერი ერთად არის – სხვადასხვა მუსიკალური ეპოქა, ჟანრი, ჟღერადობა და ეს ყველაფერი ექსპერიმენტულ ერთიანობას ქმნის.“ – თამრიკო კორძაია


9 და 10 ივნისს, სახელოვნებო სივრცე „ჰარაკში“ ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის, Kiosk Ruleta-ს კონცერტი გაიმართება. Kiosk Ruleta პიანისტ თამრიკო კორძაიას, მომღერალ ლენა ქიფენჰოიერის, კომპოზიტორისა და მომღერლის რუსუდან მეიფარიანისა და სცენოგრაფ სოფი კრაიერის ახალი პროექტია. ანსამბლის პროგრამა კლასიკური, ელექტრონული მუსიკისა და იმპროვიზაციების სინთეზით აუდიტორიას ექსპერიმენტულ პერფორმანსს სთავაზობს, რომელიც მუსიკალურ ჟღერადობასთან ერთად სცენოგრაფიის ელემენტებთან არის შერწყმული. 

პროგრამა ერთგვარი მოგზაურობაა სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებსა და ეპოქებში.  Kiosk Ruleta-ს კონცერტზე არაერთი საკულტო კომპოზიტორის ცნობილი ნაწარმოებების განსხვავებული ვერსიები გაჟღერდება.

დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით Billboard საქართველო პიანისტ თამრიკო კორძაიას ესაუბრა. 

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩნდა ე.წ. კიოსკები, სადაც ყველაფერი იყიდებოდა –  აქ შეგეძლო გეყიდა ტანსაცმელი, საკვები, სახლისათვის საჭირო ნივთები. სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი პროექტის სახელწოდება. Kiosk Ruleta-ში  ყველაფერი ერთად არის – სხვადასხვა მუსიკალური ეპოქა, ჟანრი, ჟღერადობა და ეს ყველაფერი ექსპერიმენტულ ერთიანობას ქმნის.“

Kiosk Ruleta-ს კონცერტი ამ დრომდე ევროპის არაერთ ქალაქში ჩატარდა. როგორც თამრიკო კორძაია აღნიშნავს, ანსამბლი შემადგენლობაში ყოველთვის ამატებს ადგილობრივ მუსიკოსებს. 

„საქართველოში არაერთი ნიჭიერი მუსიკოსია. ამ კონცერტის ფარგლებში ანუშკა ჩხეიძესთან და ალექსანდრე კორძაიასთან ვთანამშრომლობთ.“

თამრიკო კორძაია უკვე მრავალი წელია შვეიცარიაში მოღვაწეობს. ამ წლებში პიანისტი საქართველოს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტის ფარგლებში არაერთხელ დაუკავშირდა. რაც შეეხება  Kiosk Ruleta-ს, ანსამბლი  ქართველი მსმენელისათვის პირველად წარდგება. კონცერტზე აუდიტორია მოისმენს იმ  ნაწარმოებებს, რომლებიც ჩვენთან  ჯერ არ გაჟღერებულა.  პროგრამა მოიცავს ჩარლზ აივსის სიმღერებს, ბეთჰოვენის ნაწარმოებების რემიქსებს და ასე შემდეგ.

კონცერტის გამართვის ადგილად „ჰარაკის“ არჩევა წინასწარ გააზრებული არჩევანი იყო, რადგან სივრცე ავთენტურ თანხვედრაშია  Kiosk Ruleta-ს კონცეფციასთან. 

„ჰარაკში“ შარშან მოვხვდი კლასიკური მუსიკის კონცერტზე. ამ ანდერგრაუნდ გარემოში კლასიკური მუსიკის მოსმენა საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. ფიქრობ, „ჰარაკი“ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სივრცეა, სადაც მუდმივად ეძებენ მაყურებელთან ურთიერთობის ახალ ფორმას“

 Kiosk Ruleta-ს დაგეგმილი კონცერტის შესახებ მეტ დეტალს გაეცანით ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბრუნო მარსი საქართველოში კონცერტს გამართავს

შემდეგი სტატია

1964: Eyes of the Storm – პოლ მაკარტნის ახალ წიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოები ერთიანდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი