Snoop Dogg-მა კომპოზიტორთა დიდების დარბაზში შესვლა 2024 წლამდე გადადო

წელს დიდების დარბაზში შესვლაზე უარი თქვა შადე ადუმაც.
Snoop Dogg
Michael Buckner for Penske Media

კომპოზიტორთა დიდების დარბაზში შესვლის 2023 წლის ღონისძიებამდე ორი დღით ადრე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პირადი მიზეზების გამო, წელს Snoop Dogg-მა ამ სტატუსის მინიჭება გადადო. მუსიკოსი დიდების დარბაზში 2024 წლის კანდიდატებთან ერთად შევა.

Snoop Dogg მეორეა იმ შვიდი კომპოზიტორიდან, რომელთა ვინაობაც თავდაპირველად იყო გამოცხადებული. ამ წელს დიდების დარბაზში შესვლაზე უარი თქვა შადე ადუმაც და განაცხადა, რომ ისიც მომავალი წლის სიას შეუერთდება. 

დანარჩენი ხუთი კანდიდატი, რომლებიც ასევე თავიდანვე გამოცხადდნენ, არიან  გლენ ბალარდი, გლორია ესტეფანი, ჯეფ ლინი, ტედი რაილი და ლიზ როუზი. ამასთან ერთად, ტიმ რაისი მიიღებს ორგანიზაციის უმაღლეს ჯილდოს – ჯონი მერსერის პრიზს. Პოსტ მელოუნს კი ჰალ დევიდ სტარლაითის ჯილდო გადაეცემა, რომელიც დაწესებულია იმ კომპოზიტორებისთვის, რომლებიც მათი კარიერის მწვერვალში არიან და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მუსიკალურ ინდუსტრიაზე.

კომპოზიტორების დიდების ხეივანში შესვლის 52-ე ღონისძიება და დაჯილდოება ხუთშაბათს ნიუ-იორკში გაიმართა. სულ დიდების დარბაზს 400 წევრი ჰყავს. სახელგანთქმული სიმღერების კატალოგის მქონე კომპოზიტორს დარბაზში შესვლის კვალიფიკაცია პირველი კომერციული რელიზიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ეძლევა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doja Cat-მა ახალი სინგლი  Attention და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შემდეგი სტატია

ბილბორდი საავტორო უფლებების შესახებ სასამართლო დავებს განიხილავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი