მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
ნოელ და ლიამ გალაგერები ვენეციის კინოფესტივალზე, Don’t Look Back in Anger-ის პრემიერაზე
MICHAEL BUCKNER/VARIETY

15-წლიანი მუსიკალური დუმილიდან „ოაზისის” ფანები ჯერ 2025 წლის ტურნემდე, შემდეგ 2026 წლის IMAX-ის დოკუმენტურ ფილმამდე, ახლა კი 2027 წელს დაგეგმილ კიდევ უფრო დიდ კონცერტებამდე მივიდნენ. 

„ბილბორდის” Pop Shop Podcast-ის ახალ ეპიზოდში კეიტი და კითი ძმებ გალაგერებთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს განიხილავენ. ძმები ამ თვის დასაწყისში კვლავ გაერთიანდნენ ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ფილმის Don’t Look Back in Anger პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ. დოკუმენტური ფილმი „ოაზისის” მასშტაბურ Live ’25 ტურნეს ეძღვნება. ფილმის კინოთეატრებში გასვლიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ კი  ჯგუფმა კიდევ ერთი სიახლე შემოგვთავაზა. ორშაბათს „ოაზისმა” 2027 წლის ტურნეს 38 ახალი თარიღი გამოაცხადა. კონცერტების სერია მაისში გლაზგოში დაიწყება და სექტემბერში ინგლისის ცნობილ Knebworth Festival-ზე დასრულდება. სიაში ორი ამერიკული გაჩერებაცაა: ბოსტონი და ლას-ვეგასი.

გადაცემაში წამყვანებმა ასევე განიხილეს ჩარტების სიახლეები: ელა ლენგლი არა მხოლოდ Billboard 200-ის პირველ ადგილზე დაბრუნდა ალბომით Dandelion, არამედ მისი ჰიტი Choosin’ Texas „ბილბორდის” Hot 100-ის ჩარტის სათავეში ყოფნის ყველაზე მეტი კვირის რეკორდს გაუთანაბრდა. გარდა ამისა, სიახლეებია  ADÉLA-ს, ბიონსეს, არიანა გრანდესა და კეროლ ჯის, ასევე მაილი საირუსის ახალი სინგლის გარშემო, რომელსაც ჩარტების სათავეში დებიუტი აქვს. კეიტი და კითი ასევე საუბრობენ სელინ დიონის პარიზის რეზიდენციის პირველ კონცერტზე, რომელიც ემოციურ გამხსნელ ნომერსა და All By Myself-ის აკაპელას მოიცავდა. 

Pop Shop Podcast „ბილბორდის” ყოველკვირეული ჩარტების გარშემო არსებული პოპინფორმაციის ერთიანი სივრცეა. აქ დაგხვდებათ ცოცხალი დისკუსია პოპის ახალ ამბებზე, ჩარტების საინტერესო სტატისტიკებსა და ისტორიებზე, ახალ მუსიკაზე, ასევე სტუმრების ინტერვიუები მუსიკალურ ვარსკვლავებსა და პოპის სამყაროს წარმომაგდენლებთან. პოდკასტს უძღვებიან „ბილბორდის” აღმასრულებელი დირექტორი კეიტი ატკინსონი და „ბილბორდის” მმართველი დირექტორი ჩარტებისა და მონაცემების ოპერაციების მიმართულებით კით კოლფილდი. ყოველკვირეული პოდკასტი Billboard.com-სა და Apple Podcasts-ზე ისტრიმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლანა დელ რეი ზაქ ბრაიანთან კოლაბორაციას აანონსებს

შემდეგი სტატია

დავით ლომიძე - Sun On The Rooftops © პირველი არხი

საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე დავით ლომიძე სიმღერა Sun of the Rooftops-ით წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი

ჰარი სტაილსის ახალ Coming Up Roses-ის კლიპში ქართველი არტისტი სალომე დოლიძე მონაწილეობს

ჰარი სტაილსის მუსიკალურ ვიდეოში სალომე დოლიძე მოცეკვავეებს შორისაა. ქართველი არტისტი Billboard Georgia-ს კლიპზე მუშაობის გამოცდილებასა და ჰარი სტაილსთან შეხვედრის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
მეტი

ცნობილი K-pop არტისტი TAEMIN თბილისში კონცერტს გამართავს

TAEMIN გახდა პირველი კორეელი სოლო მამაკაცი არტისტი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალ Coachella-ზე წარდგა, რასაც მოჰყვა შოუ ბრიტანეთში, BST Hyde Park-ის სცენაზე.
მეტი

შერონ ოსბორნი გარდაცვლილი მეუღლის საფლავს ყოველდღე სტუმრობს: „ამას ვერასდროს შეეგუები“

მეტალის ლეგენდის მეუღლე ამბობს, რომ ოზი ოსბორნისთვის დატოვებული ყველა ყვავილი კომპოსტად გადაამუშავეს ოჯახის ეზოსთვის, სადაც ოზია დაკრძალული.
მეტი