ლეიბლი „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ Georgian Dance Empire-ის ჩანაწერებს ფირფიტაზე გამოსცემს

ფირფიტაზე გაერთიანებული ჩანაწერები 30 წელს ითვლის.
ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა


ლეიბლი სახელწოდებით „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობა“ Georgian Dance Empire-ის ჩანაწერებს ფირფიტების მცირე ტირაჟს გამოსცემს. ეს „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობის“ მეოთხე გამოცემაა, რომელიც ძველ ჩანაწერებს მსმენელს ამ ფორმით წარუდგენს. 

ფირფიტაზე გაერთიანებული ჩანაწერები 30 წელს ითვლის. სამი დეკადის შემდეგ, 30 ივნისს  „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობა” გამოცემის პრეზენტაციას ტრადიციულად Mutant Radio-ს სივრცეში გამართავს. 

როგორც პროექტ  „ქართული მუსიკალურ მემკვიდრეობის“ თანადამფუძნებელი ჯაბა შავიშვილი „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნავს, Georgian Dance Empire ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავდროულად დაუფასებელი, ნაკლებად ცნობილი პროექტია.

ჯაბა შავიშვილი:

„დადა დადიანი ამ დროს უკვე წამოსული იყო როგორც „ტაქსიდან“, ასევე „საბავშვო მედიცინიდან“ და სრულიად განსხვავებულ პროექტზე ფიქრობდა, როდესაც ქართულ ფოლკთან შეთამაშება და ექსპერიმენტი განიზრახა – ასე დაიბადა „ქართული ცეკვის იმპერია“, რომელშიც მან სერგი გვარჯალაძე, ბიბი კვაჭაძე და გოგი ჭილაშვილი მოიწვია. ამ პროექტიდან სულ 6 ჩანაწერი დაგვრჩა, რომლებიც სახელმწიფო ტელევიზიის სტუდიაში 30 წლის წინ, 1993 წლის გაზაფხულზე ჩაიწერა და საბედნიეროდ ერთ-ერთი კომპოზიციის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს. ეს უნიკალური სინთეზია ქართული ფოლკის, ახალი ტალღის, ცოტა ელექტრონიკისა და თქვენ წარმოიდგინეთ, მცირედი ჰიპ-ჰოპისაც კი. ჩანაწერს განსაკუთრებულს ის კონტექსტიც ქმნის, თუ რა ვითარებაში უწევდათ მუსიკოსებს შემოქმედებითი პროცესის წარმართვა. დღეს Georgian Dance Empire  უკვე ისტორიის საკუთრებაა, რომელიც გასაცნობად ახალ მსმენელს ელოდება და ჩვენც, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ფარგლებში სწორედ ამას ვცდილობთ.“ 

ნათია სართანია, ჯაბა შავიშვილი.

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში შექმნილი მუსიკალური ჩანაწერების და ალბომების მცირე ტირაჟით ფირფიტებზე გამოცემას გულისხმობს. ამ გზით პროექტი ქართული ალტერნატიული მუსიკალური სცენისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გარდამავალი პერიოდის ნამუშევრების ხელახლა აღმოჩენას ისახავს მიზნად. 

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ სხვადასხვა ალბომს ფირფიტებზე ლიმიტირებული ტირაჟით ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოსცემს. პირველი გამოცემა, რომელიც „ქართული მუსიკალური მემკვიდრობის“ ლეიბლმა წარადგინა, Mother On Monday-ის Friends იყო. ამის შემდეგ გამოიცა „მჟავა MESSAGE“-ის ფირფიტა, ხოლო მესამე გამოცემის ფარგლებში ლეიბლმა , Young Georgian Lolitaz-ის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით Lemonjuice გამოუშვა.


Georgian Dance Empire-ის ფირფიტის პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მადონა მამას მამის დღეს ულოცავს

შემდეგი სტატია

მიკ ჯაგერი და მისი მეგობარი გოგონა ფლორიდაში სახლს ყიდიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი