პრინცი ჰარი და მეგან მარკლი Spotify-სთან თანამშრომლობას წყვეტენ

კომპანია Archewell-ის და სტრიმინგ სერვისის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერთობლივია.
ფოტო: მაიკლ ემ სანტიაგო


პრინცი ჰარის და მეგან მარკლის კომპანიამ Spotify-სთან კონტრაქტი გააუქმა. წყვილმა ეს გადაწყვეტილება სტრიმინგ სერვისზე საავტორო პოდკასტის – Archetypes-ის გაშვებიდან ერთ წელზე ნაკლები დროის შემდეგ მიიღო. 

ჯერჯერობით უცნობია მიზეზი, რის გამოც პოდკასტი Spotify-ის პლატფორმას ტოვებს, თუმცა კომპანია Archewell-ის და სტრიმინგ სერვისის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ერთობლივია. 

Archewell-მა Spotify-სთან მრავალწლიანი პარტნიორობის კონტრაქტი 2020 წელს გააფორმა. თანამშრომლობა ექსკლუზიური პოდკასტებისა და შოუების წარმოებას გულისხმობდა. მხარეების თქმით, ეს იქნებოდა პროექტები, რომლებიც აუდიტორიას ამბებს განსხვავებული პერსპექტივით და ხედვით გააცნობდა. 

ჰარისა და მეგანის პოდკასტი საკმაოდ რეიტინგული იყო. ის Spotify-ის ჩარტებში 7 ქვეყნის მასშტაბით ლიდერობდა, მათ შორის იყო შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო. Archetypes-მა 2022 წელს People’s Choice-ზე საუკეთესო პოდკასტის ჯილდოც მიიღო. 

„მიყვარს სამუშაო პროცესი, გვიანობამდე წერა და კრეატიულ იდეებზე მუშაობა. მიყვარს შინაარსობრივი დიალოგი ჩემს სტუმრებთან, სიცილი და მათთან ერთად რაღაც ახლის სწავლა მაშინ, როცა ამ ყველაფერს თქვენ უსმენთ.“ – აღნიშნავდა მეგან მარკლი თავის პოდკასტზე საუბრისას.  

პრემიერიდან დღემდე Archetypes-ს არაერთი ცნობილი სტუმარი ეწვია, მათ შორის: მერაია ქერი, ტრევორ ნოა, მინდი კალიგანი და პერის ჰილტონი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მიკ ჯაგერი და მისი მეგობარი გოგონა ფლორიდაში სახლს ყიდიან

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსის სადებიუტო მოდის ჩვენებას პარიზში ცნობილი ვარსკვლავები დაესწრნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი