ბიონსემ პიტსბურგში დაგეგმილი კონცერტი ტექნიკური სირთულეების გამო გააუქმა

ბილეთების მფლობელებს თანხა ავტომატურად უკან დაუბრუნდებათ.
ფოტო: კევინ მაზური

ბიონსემ Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, პიტსბურგში Acrisure Stadium-ზე დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ამის შესახებ ვენიუს ადმინისტრაციამ 5 ივლისს განაცხადა. როგორც განცხადებაში აღინიშნა, შოუს გაუქმების მიზეზი „ფროდაქშენის ლოჯისტიკასა და დაგეგმარებასთან დაკავშირებული სირთულეები“ გახდა. პიტსბურგის კონცერტის თარიღი Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს განრიგიდანაც გაქრა. 

რაც შეხება კონცერტზე დასწრების მსურველებს, ბილეთების მფლობელებს თანხა ავტომატურად უკან დაუბრუნდებათ. 

Პრეს-კონფერენციაზე ბიონსეს პიტსბურგის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. ვარსკვლავის წარმომადგენლებმა არც Billboard-ის კითხვას უპასუხეს და დამატებითი დეტალების გასაჯაროებისაგან თავი შეიკავეს.

შემდეგი კონცერტი, რომელსაც ბიონსე ტურნეს ფარგლებში გამართავს, ბოსტონში 1-ლ აგვისტოს დაგეგმილი შოუა. ამის შემდეგ ვარსკვლავის კონცერტები 5-6 აგვისტოს ვაშინგტონში გაიმართება.

Renaissance-ის მსოფლიო ტურნეს პირველი ეტაპი ევროპის მასშტაბით ჩატარებული შოუები იყო. ევროპაში ბოლო შოუ არტისტმა 27 ივნისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართა. Billboard-ისთვის გადაცემული ინფორმაციის მიხედვით, ბიონსემ ევროპაში 21 შოუს ფარგლებში 1 მილიონზე მეტი ბილეთი გაყიდა და 154.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც პიტსბურგის Acrisure Stadium-მა კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cardi B-მ ქუჩის მუსიკოსთან ერთად  იმღერა

შემდეგი სტატია

ლას ვეგასი Adele-ის პერფორმანსი. ფოტო: კევინ მაზური

კონცერტის დროს Adele-მა ნივთების სროლის გამო მსმენელებს მკაცრი გაფრთხილება მისცა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი