არეთა ფრანკლინის შვილები მომღერლის ანდერძის გამო ერთმანეთს სასამართლოში უპირისპირდებიან

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ორი ხელნაწერი ანდერძიდან რომელს აქვს კანონიერი ძალა.
ფოტო: თეო ვარგო/Getty Images/Tribeca Film Festival

არეთა ფრანკლინის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ ვარსკვლავის უკანასკნელი სურვილი ჯერ ისევ სამართლებრივი დავის საგანია. ამ საკითხის გასარკვევად სასამართლო 10 ივლისს დაიწყება. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ორი ხელნაწერი ანდერძიდან რომელს აქვს კანონიერი ძალა და შესაბამისად როგორ გადაწყდება ფრანკლინის მემკვიდრეობის საკითხი.

არეთა ფრანკლინს ოთხი ვაჟი დარჩა. მომღერალს ოფიციალური ანდერძი არ დაუტოვებია, თუმცა მიჩიგანის კანონმდებლობით შესაძლებელია დაუმოწმებელი ხელნაწერიც ვალიდური იყოს.

სწორედ არეთა ფრანკლინის ორი სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერი აღმოჩნდა დავის საგანი, რის გამოც მისი ერთი შვილი დანარჩენებს დაუპირისპირდა. ტედ უაით II-ს მიაჩნია, რომ მემკვიდრეობის საკითხი იმ ხელნაწერით უნდა გადაწყდეს, რომელიც 2010 წლით თარიღდება. ფრანკლინის ორი ვაჟი კი ამტკიცებს, რომ მთავარი ანდერძი 2014 წლით დათარიღებული დოკუმენტია. ორივე ხელნაწერი არეთა ფრანკლინის დეტროიტის სახლში სოულის ლეგენდარული მომღერლის სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს.

 არეთა ფრანკლინი 2018 წელს პანკრეატიტის კიბოს დიაგნოზით 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი „ყვავილების ქვეყანა“ და ახალი ვიდეო კლიპი ნანი ბრეგვაძის და EMIN-ის შესრულებით

შემდეგი სტატია

ოლივია როდრიგოს თქმით, მისი მეორე ალბომი მარცხზე, წარმატებასა და შეცდომებზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი