ბრიტნი სპირსის მემუარები – The Woman in Me 2023 წლის შემოდგომაზე გამოიცემა

წიგნში ბრიტნი სპირსი პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს
ფოტო: ჯეიმი მაკარტი

ბრიტნი სპირსის მემუარები, რომელსაც აუდიტორია დიდხანს ელოდა, დაიბეჭდა. 11 ივლისს გამომცემლობამ, სახელწოდებით  Simon & Schuster imprint Gallery Books ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემის თარიღი დაასახელა. The Woman in Me –  ასე ჰქვია მემუარებს და მკითხველს მისი შეძენა 2023 წლის 24 ოქტომბრიდან შეეძლება.

სიახლე პირველად ჟურნალმა People -მა გაავრცელა. სტატია წიგნს აღწერს, როგორც „გაბედულ და შთამბეჭდავ ისტორიას თავისუფლების, პოპულარობის, დედობის, გადარჩენის, რწმენისა და იმედის შესახებ“. გასაჯაროვდა წიგნის ყდაც – შავ-თეთრ ფოტოზე თავად  ბრიტნი სპირსია აღბეჭდილი. 

Simon & Schuster imprint Gallery Books-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯენიფერ ბერგსტრომმა და აღმასრულებელმა რედაქტორმა ლორენ შპიგელმა ასევე დადეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მათ აუდიო წიგნის გამოცემის უფლებაც შეიძინეს. ამჟამად უკვე გაყიდულია წიგნის თარგმნის ლიცენზიაც – ბრიტნი სპირსის მემუარები ითარგმნება ბრაზილიაში, ბულგარეთში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, რუმინეთში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვედეთში გამომცემლობები.

The Woman in Me აღწერილია როგორც გულწრფელი და იუმორით გაჯერებული ლიტერატურული ნამუშევარი. როგორც მემუარების შესახებ ვკითხულობთ, ეს არის მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც ეძღვნება მუსიკისა და სიყვარულის ძალას, ასევე ქალების მიერ საკუთარი ისტორიის თხრობის მნიშვნელობას. 

სპირსმა მემუარების გამოცემა 2022 წლის აპრილში დააანონსა. როგორც მომღერალმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, მემუარების წერის პროცესი თერაპიული ხასიათის იყო. 

ბრიტნი სპირსის პოსტამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის მართში ჟურნალმა People-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორი იუწყებოდა, რომ მომღერალმა Simon & Schuster-ის გამომცემლობასთან 15 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.  

ნახეთ ბრიტნი სპირსის მემუარების ყდა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი იწყება

შემდეგი სტატია

Backstreet Boys 2018 წლის 13 ივლისი, ნიუ-იორკი. ფოტო: მაიკლ ლოჩისანო

Coldplay-მ  Backstreet Boys-ის სიმღერა  Everybody შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი