შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტეილორ სვიფტის შემოქმედება განცხადების ინსპირაციად აქცია

„მართლმსაჯულება უკეთესია, ვიდრე შურისძიება” – ვკითხულობთ FBI-ის პოსტში.
ფოტო: კრისტოფერ პოლკი

შეერთებული შტატების ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) მომღერალ ტეილორ სვიფტის მუსიკალური შემოქმედება საჯარო განცხადების ინსპირაციად აქცია და საზოგადოებას დანაშაულის მხილებისაკენ ორიგინალური ფორმით მოუწოდა. 

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ სოციალურ ქსელში ტეილორ სვიფტის ალბომის, სახელწოდებით Speak Now (Taylor’s Version) ყდის ინსპირაციით შექმნილი პოსტი გამოაქვეყნა. FBI-ის ვერსიაში სიმღერების სახელწოდებების მაგივრად დანაშაულის სახეობების ჩამონათვალია. ეს სია მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის: ტერორიზმი, კიბერდანაშაული, ორგანიზებული დანაშაული, ფინანსური დანაშაული და ასე შემდეგ. 

„მართლმსაჯულება უკეთესია, ვიდრე შურისძიება” –  ვკითხულობთ შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პოსტში. ეს ფრაზა ასევე ამ ალბომში შესული სიმღერის, Better Than Revenge-ის ე.წ. რეფერენსს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ Speak Now (Taylor’s Version) არის ტეილორ სვიფტის უახლესი LP, რომელიც 2010 წლის ალბომის  – Speak Now-ის ხელახლა გამოშვებულია ვერსიაა. მომღერალმა LP ახლახან, 2023 წლის 7 ივლისს გამოსცა.

ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იამზე, რომ FBI-ის აღნიშნულ კამპანიაში ტეილორ სვიფტიც ჩართულია.

ნახეთ შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არეთა ფრანკლინის ანდერძთან დაკავშირებულ დავაზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

შემდეგი სტატია

შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი