ლიზო კონცერტის დროს ფანს გამოეხმაურა, რომელსაც ხელში წარწერა ეჭირა: ტეილორ სვიფტს შენ გამჯობინე

„მეც მიყვარს Tay Tay” – მიმართა ლიზომ მაყურებელს.
ლიზო
Miikka Skaffari/FilmMagic

ავსტრალიის კონცერტის დროს ლიზომ ტეილორ სვიფტის მიმართ სიყვარული გამოხატა.

მაყურებელთან საუბრისას მომღერალმა დარბაზში წარწერა შენიშნა: „ტეილორ სვიფტს შენ გამჯობინე. შეიძლება ერთი ჩახუტება?” სანამ წარწერის ავტორს უპასუხებდა, ლიზომ ფანებს მადლობა გადაუხადა კონცერტზე დასწრებისთვის. 

„დავიწყებ მადლობის თქმით ჩემს შოუზე მოსვლისთვის. ვიცი, რომ ყველა კონცერტის ბილეთები ძვირია და ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, რომ აქ ხართ.” შემდეგ კი დაამატა: „ტეილორ სვიფტი შესანიშნავია. და არ არის აუცილებელი ჩვენ შორის არჩევანის გაკეთება, რადგან ტეილორის კონცერტის ბილეთებს მე მოგცემ! უბრალოდ ვხუმრობ.”

შემდეგ ლიზომ აუდიტორიას ჰკითხა, ტეილორ სვიფტსაც თუ ჰქონდა კონცერტი ავსტრალიაში. „ის უკვე იყო აქ? Როდის ჩამოდის? არ ჩამოდის? აბა ტეილორს როგორ მამჯობინე?” ბოლოს კი მომღერალმა ფანის წარწერაზე ავტოგრაფი დატოვა და თქვა: „მეც მიყვარს TayTay… აქ შეჯიბრი არ არის.”

ივნისში ლიზომ სვიფტის ფანებისგან ნეგატიური გამოხმაურება მიიღო მას შემდეგ, რაც ინსტაგრამ ლაივის დროს თქვა: „დღევანდელი დღის ყველაზე პოპულარული ადამიანიც კი ვერ შეედრება იმას, რასაც ბიონსე აკეთებს.”

სვიფტის ფანებმა მიიჩნიეს, რომ ლიზოს სიტყვები ტეილორ სვიფტს ეხებოდა, რომელიც ახალი ალბომით ბილბორდის ჩარტებს იპყრობს, ტურნეთი კი რეკორდებს ხსნის.

ნახეთ ლიზოს რეაქცია ფანის წარწერაზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მესის პრეზენტაცია ინტერ მაიამიში: წვიმის მიუხედავად შოუ შედგა

შემდეგი სტატია

ქართველი არტისტი ელექტრონული მუსიკის მსოფლიო სცენაზე – „Billboard საქართველოს“ ინტერვიუ Nitepunk-თან

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი