Paramore-ს კონცერტის მსვლელობისას ჰეილი უილიამსს სცენაზე ბილი აილიში შეუერთდა

წარსულში ბილი აილიშმა გაამხილა, რომ All I Wanted ბენდის რეპერტუარში მისი საყვარელი სიმღერა იყო.
ჰეილი უილიამსი და ბილი აილიში 2022 წლის Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე
Amy Sussman/Getty Images for Coachella

Paramore-მ ახალი სტუდიური ალბომის, სახელწოდებით This Is Why  მხარდამჭერი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში შოუ ლოს ანჯელესში გამართა. ბენდმა კონცერტის დროს ცნობილი მომღერლების სცენაზე მიწვევა ტრადიციად აქცია. ამჯერად ვოკალისტმა ჰეილი უილიამსმა მიწვეულ შემსრულებლად აუდიტორიას ბილი აილიში წარუდგინა. აილიშმა Paramore-სთან ერთად ჯგუფის სიმღერა All I Wanted შეასრულა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბილი აილიშმა ჰეილი ულიამსთან ერთად იმღერა. 2022 წლის Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე აილიშმა სცენაზე ყველასათვის მოულოდნელად Paramore-ს წამყვანი ვოკალისტი იხმო. არტისტებმა ორი ტრეკი Happier Than Ever და Misery Business იმღერეს. ამ შესრულების შემდეგ, აილიშს ერთ-ერთმა ფანმა ინსტაგრამზე ჰკითხა, Paramore-ს რომელი სიმღერა უყვარდა ყველაზე მეტად. ამ კითხვის პასუხად არტისტმა Spotify-ის ე.წ. Სქრინშოტი გააზიარა, სადაც სწორედ All I Wanted-ს უსმენდა.

ნახეთ ფანების მიერ გადაღებული ვიდეოები, რომელშიც Paramore-ს და ბილი აილიშის ერთობლივი შესრულებაა აღბეჭდილი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტონი ბენეტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Blur- ფოტო: რუბენ ბასტიენ-ლუისი

Blur-ის მეცხრე სტუდიური ალბომი The Ballad of Darren

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი