ტონი ბენეტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

19 გრემის მფლობელ მომღერალს 70-წლიანი კარიერა ჰქონდა.
ტონი ბენეტი
Paul Natkin/Getty Images

96 წლის ასაკში მომღერალი ტონი ბენეტი გარდაიცვალა. მისი სამენეჯერო კომპანიის განცხადებით, შემთხვევა 21 ივლისს ნიუ-იორკში, ბენეტის საკუთარ სახლში მოხდა.

2016 წელს ბენეტს ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვეს. 2021 წელს კი მას შემდეგ, რაც ლედი გაგასთან ერთად კონცერტი სახელწოდებით One Last Time გამართა, განაცხადა, რომ სცენიდან მიდიოდა. 

1950 წლიდან მოყოლებული ტონი ბენეტს უწყვეტი კარიერა ჰქონდა. მას მოგებული აქვს 19 გრემის ჯილდო. გამოცემული აქვს 60-ზე მეტი ალბომი, რომელთაგანაც 44 ბილბორდის 200 ალბომის ჩარტშია შესული. თანამშრომლობამ ლედი გაგასთან, ემი უაინჰაუსთან, ელვის კოსტელოსა და სხვა თანამედროვე არტისტებთან მას პოპულარობის კიდევ ახალი ტალღა მოუტანა და 2011 წელს 85 წლის ასაკში გამოცემული ალბომი Duets II  ბილბორდის 200 ალბომის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 

ბელკანტოს მომღერალმა ბენეტმა საკუთარი ხმა ნიუ-იორკის ჯაზ-კლუბებში სიარულითა და ისეთი მუსიკოსების მოსმენით ჩამოიყალიბა, როგორებიც იყვნენ ჩარლი პარკერი და არტ ტეიტუმი. ის თავისი ვოკალის პედაგოგის რჩევას მიჰყვებოდა, რომელმაც უთხრა, რომ ერთადერთი გზა თავის გამოჩენის იყო მაგალითის არა სხვა მომღერლებისგან, არამედ ინსტრუმენტალისტებისგან აღება.

„ჯაზ-არტისტების მუშაობის სტილი მირჩევნია და ეს ისაა, რაც წლების განმავლობაში ვისწავლე ისეთი ადამიანებისგან, როგორიცაა ბობი ჰეკეტი.” – უთხრა ბენეტმა ბილბორდს 1968 წელს. „როგორც გრძნობ თავს, სიმღერაც ისე ამოდის და არასდროს ხდება ორჯერ ერთნაირად. მე ასე მომწონს სიმღერა – თითქოს ნოტები ახლა ავიღე პირველად.”

ტონი ბენეტი 1926 წლის 3 აგვისტოს დაიბადა. მისი სრული სახელია ანტონიო დომინიკ ბენედეტო.  მან სიმღერა 5 წლის ასაკში დაიწყო, როცა მეზობლებისგან ირლანდიურ სიმღერებს სწავლობდა. მამა 10 წლის ასაკში გარდაეცვალა. დედა მკერავი იყო და სამი შვილის გაზრდაში რომ მიხმარებოდა, ბენეტმა, რომლის შთაგონებაც ლუი არმსტრონგი, ჯიმი დურანტი და ბინგ ქროსბი იყვნენ, კვირაში 15 დოლარად ტავერნაში სიმღერა დაიწყო. 16 წლის ასაკში უკვე რამდენიმე კლუბში მიმტანად მუშაობდა და შაბათ-კვირას პატერსონის კლუბში მღეროდა. Სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ ბენეტი დრამისა და მუსიკის თეორიის სწავლას შეუდგა. 1946 წელს კი ღამის კლუბებში დაიწყო სიმღერა სახელით ჯო ბარი.

1949 წელს, როცა ბენეტმა პერლ ბეილის კონცერტი გახსნა, მას ბობ ჰოუპმა მოუსმინა და პარამაუნტ თეატრში მისი შოუს გახსნა შესთავაზა. თუმცა მას არ მოსწონდა სახელი ჯო ბარი, მომღერლის ნამდვილი სახელი კი ზედმეტად გრძელი იყო. Ამიტომ ჰოუპმა მას ახალი სახელი შესთავაზა: ტონი ბენეტი.

ჰოუპთან ერთად ჩაწერილი Boulevard of Broken Dreams-ის დემო ვერსიამ Columbia Records დააინტერესა და ბენეტი სიმღერების ჩასაწერად მიიწვია. ბენეტმა მაშინ ოთხი სიმღერა ჩაწერა, მათ შორის Boulevard of Broken Dreams-იც. 10 დღის შემდეგ ჩანაწერი გამოვიდა და 10 კვირის განმავლობაში ჩარტებში პირველ ადგილზე იყო. 

1961 წელს ბენდის პიანისტმა მას მეგობრის მიერ დაწერილი სიმღერა მიუტანა. „მან დაუკრა და მე მაშინვე მომეწონა” – უთხრა ბენეტმა ბილბორდს. I Left My Heart in San Francisco ბილბორდის „ცხელი ასეულის” მე-19 ადგილზე მოხვდა, ამავე სახელწოდების ალბომმა კი 149 კვირა გაატარა ბიბორდის 200 ალბომის ჩარტში.

უდავოა, რომ ამ სიმღერამ ბენეტის კარიერა განსაზღვრა, მაგრამ როგორც თავად ამბობდა, სინატრას კომენტარი იყო ის, რამაც სრულიად შეცვალა მის მიმართ პროფესიული დამოკიდებულება. 

„ტონი ბენეტი  საუკეთესო მომღერალი და სიმღერის საუკეთესო შემსრულებელია. მაოცებს, როცა ვუყურებ. ის არის მომღერალი, რომელიც გადმოსცემს, თუ რა ჰქონდა კომპოზიტორს გონებაში და შეიძლება, ცოტა უფრო მეტსაც.”

ცოტა ხანში ბენეტმა Columbia Records და აშშ დატოვა და ლონდონში გაემგზავრა, სადაც სატელევიზიო შოუ Tony Bennett From Talk of the Town მიჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ Columbia-მ ბენეტს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, მომღერალი 1972 წელს Improv Records-ს შეუერთდა. სწორედ ამ პერიოდში გამოვიდა მისი ორი გამორჩეული ჯაზ-ალბომი – The Tony Bennett/Bill Evans Album on Fantasy და Together Again. თუმცა ლეიბლი მალევე დაიხურა. ბენეტი ფინანსური პრობლემების წინაში აღმოჩნდა. მისი ქორწინებაც დაინგრა და მომღერალი ნარკოტიკებს მიეძალა 1979 წლის ზედოზირების შემთხვევამდე. 

„ლენი ბრიუსის მენეჯერმა მითხრა, რომ ნარკოტიკების მოხმარებით მან თავისი ნიჭის წინაშე შესცოდა” – უთხრა ბენეტმა პირს მორგანს 2011 წლის ინტერვიუში. „ამ წინადადებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე ეს საჩუქარი მომეცა. მე ამ საჩუქრის წინაშე ვცოდავ. და ვთქვი: „მე ამას აღარასდროს გავაკეთებ.” და უბრალოდ შევწყვიტე. ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან ვიფიქრე, რომ ყველაფერს დავკარგავდი. ეს სწორ დროს და სწორ მომენტში ითქვა.”

ამის შემდეგ ბენეტის მენეჯერი მისი უფროსი ვაჟი დენი გახდა, რომელმაც მამა ნიუ-იორკში დააბრუნა. ბენეტი Columbia Records-ს დაუბრუნდა. იმისთვის, რომ თავისი ალბომების რეკლამა გაეკეთებინა, ბენეტმა დევიდ ლეტერმანის შოუში სიარული დაიწყო. სწორედ ამ შოუმ შეასრულა გადამწყვეტი როლი მისთვის ახალი აუდიტორიის გაჩენაში 1990-იან წლებში.

ინვესტიციამ, რომელიც დენი ბენეტმა ჩადო ალბომში The Art of Excellence, მოგების მოტანა 1990 წელს დაიწყო, როცა ტონი ბენეტი პირველი ცნობილი სახე გახდა, რომელიც სიმპსონების ეპიზოდში მოხვდა. შემდეგ იყო „ნაიკის” რეკლამა,  მისი მუსიკა ფილმებში Goodfellas, The Fabulous Baker Boys. მერე კი  იყო საოცარი შესრულება სიმღერისა When Do The Bells Ring For Me 1991 წლის გრემის დაჯილდოებაზე. 

ბენეტის წარსული ტრიუმფების გასახსენებლად Columbia Legacy-მ გამოსცა ოთხდისკიანი ნაკრები სახელწოდებით Forty Years: The Artistry of Tony Bennett, რომლის 88000 ეგზემპლარი გაიყიდა.

2006 წელს მომღერლის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა ალბომი Duets, რომელშიც შედიოდა დუეტები პოლ მაკარტნისთან, ელტონ ჯონთან, ბარბრა სტრეიზანდთან, ბონოსთან და სხვებთან ერთად. ალბომი ბილბორდის 200 ალბომის ჩარტის მესამე ადგილზე მოხვდა და ბენეტის ყველაზე გაყიდვადი ალბომი გახდა 1.95 მილიონი ეგზემპლარით.  

ხოლო როცა 2011 წელს უკვე Duets II გამოვიდა და ბილბორდის 200 ალბომის პირველ ადგილზე გავიდა, ბენეტი გახდა პირველი არტისტი, რომელიც 85 წლის ასაკში გახდა ჩარტის ლიდერი.

ტონი ბენეტს მიღებული აქვს 19 გრემი. დაწერილი აქვს ოთხი წიგნი და მილიონობით დოლარი აქვს შეგროვებული საქველმოქმედო მიზნებისთვის. მომღერალს ოთხი შვილი და ცხრა შვილიშვილი ჰყავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტონი ბენეტი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Paramore-ს კონცერტის მსვლელობისას ჰეილი უილიამსს სცენაზე ბილი აილიში შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი