წინანდლის ფესტივალი: 3 სექტემბრის პროგრამა

მეოთხე საფესტივალო დღეს ორი კონცერტი გაიმართება.

3 სექტემბერს წინანდლის ფესტივალის სცენა 2 კონცერტს დაეთმობა. 12 საათზე მაყურებლის წინაშე ფესტივალის ფარგლებში მეორედ და ამჯერად სოლო კონცერტით წარდგება ახალგაზრდა პიანისტი ალექსანდრე მალოფეევი. შესრულდება ბახის, ვაინბერგის, სკრიაბინის, ვაგნერისა და ლისტის ნაწარმოებები.

მეორე კონცერტი კი 19 საათზე შედგება. კონცერტზე დაუკრავს პან-კავკასიური ორკესტრი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით. სპეციალური სტუმრები იქნებიან: აუგუსტინ ჰადელიხი – ვიოლინო და ამიჰაი გროში – ალტი.

აუგუსტინ ჰადელიხი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მევიოლინეა. იგი ცნობილია საკუთარი ტექნიკით, ინტერპრეტაციებითა და განსხვავებული ბგერებით. ჰადელიხი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ორკესტრებთან უკრავს, როგორებიცაა ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, „კონცერტგებაუს” ორკესტრი, საფრანგეთის ეროვნული ორკესტრი და სხვა.

2016 წელს აუგუსტინ ჰადელიხს გადაეცა „გრემის“ ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო კლასიკური ინსტრუმენტული სოლო ჩანაწერი“. 2021 წელს მუსიკოსი კიდევ ერთხელ იყო „გრემიზე“ ნომინირებული ბახის სონატებისა და პარტიტების ალბომით, რომლის შესახებაც გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung წერდა: „აუგუსტინ ჰადელიხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მევიოლინეა. ეს ალბომი უდიდესი წარმატებაა.”

ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულმა ჰადელიხმა პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2006 წელს მოიპოვა, როცა ინდიანაპოლისში საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის გამარჯვებული გახდა. მის მიერ მიღებულ ჯილდოებს შორის არის ასევე ევერი ფიშერის კარიერული გრანტი, ბორლეტი-ბუტონის სტიპენდია დიდ ბრიტანეთში, გაერთიანებული სამეფოს ექსეტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი და გავლენიანი ჟურნალის „მუსიკალური ამერიკის“ მიერ გაცემული ჯილდო „წლის ინსტრუმენტალისტი”.

აუგუსტინ ჰადელიხი უკრავს Tarisio Trust-ის მიერ მოწოდებულ ჯუზეპე გუარნერ დელ ჯეზუს 1744 წლის ვიოლინოზე, რომელიც ცნობილია როგორც Leduc, ex Szeryng.

ამიჰაი გროში ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის ალტების ჯგუფის კონცერტმაისტერი და მსოფლიოში წარმატებული სოლისტი. იგი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: ზუბინ მეტა, ტუგან სოხიევი, კლაუს მაკელა, არიელ ცუკერმანი, დანიელ ბარენბოიმი, სერ საიმონ რეტლი და ალექსანდრ ვედერნიკოვი. გროში უკრავს საერთაშორისო სცენებზე ისეთ ორკესტრებთან, როგორებიცაა ფინეთის რადიოს სიმფონიური ორკესტრი, ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დანიის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და სხვა. 

2022-2023 წლის სეზონზე გროშმა დაუკრა ფერენც ლისტის კამერულ ორკესტრთან, ასევე მასიმო დი პალერმოს თეატრის ორკესტრთან ომერ მეირ ველბერის დირიჟორობით, გრან-კანარიის ფილარმონიულ ორკესტრთან ბეატრის ფერნანდესის დირიჟორობით, მანჰაიმის მუსიკალურ აკადემიასთან ერთად ინგო მეცის დირიჟორობით. წელს მას ასევე დაგეგმილი აქვს კონცერტები ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან და ვერბიეს ფესტივალზე ჟანინ იანსენთან ერთად. კამერული მუსიკის შესასრულებლად კი გროში ჰამბურგს, ციურიხს, ბერლინსა და ამსტერდამს ეწვევა. 

ამიჰაი გროში 1570 წლის გასპარ-და-სალოს ალტზე უკრავს, რომელიც მას კერძო კოლექციონერმა გადასცა.

აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში და პან-კავკასიური ორკესტრი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით წინანდლის ფესტივალზე ბეთჰოვენის, მოცარტისა და ბრამსის ნაწარმოებებს შეასრულებენ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფრედი მერკური 1982 წლის ივნისი, ფოტო: გრაჰამ ვილშერი

Queen-ის სიმღერა Fat Bottomed Girls Greatest Hits-ის ახალი გამოცემიდან ამოიღეს

შემდეგი სტატია

რიანას და A$AP Rocky-ს მეორე შვილი შეეძინათ

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი