ტეილორ სვიფტი 2023 წლის MTV Video Music Awards-ის მთავარი ნომინანტია

MTV Video Music Awards-ის ისტორიაში წელს პირველად წლის არტისტის კატეგორიაში მხოლოდ ქალი არტისტიები არიან წარდგენილი.
ტეილორ სვიფტი 2022 წლის 28 აგვისტოს MTV VMA-ზე, ნიუ ჯერსი. ფოტო: არტური ჰოლმსი.
ტეილორ სვიფტი 2022 წლის 28 აგვისტოს MTV VMA-ზე, ნიუ ჯერსი. ფოტო: არტური ჰოლმსი.

ტეილორ სვიფტი 2023 წლის MTV Video Music Awards-ის რვა კატეგორიით წლის მთავარი ნომინანტია, მას ექვსი ნომინაციით SZA მოჰყვება, Doja Cat, კიმ პეტრასი, მაილი საირუსი, ნიკი მინაჟი, ოლივია როდრიგო და სემ სმიტი – ხუთი კატეგორიაში არიან ნომინირებული, BLACKPINK, Diddy და შაკირა კი დაჯილდოებაზე ოთხ ნომინაციაში არიან წარდგენილნი. 

MTV Video Music Awards-ის შვიდი ნომინაციიდან ექვს ნომინაციაში წარდგენილი ქალი არტისტები არიან: Doja-ს სიმღერით Attention, მაილი საირუსი – Flowers, ნიკი მინაჟი – Super Freaky Girl, როდრიგოს vampire, SZA – სიმღერით Kill Bill, ტეილორ სვიფტი – Anti-Hero. მეშვიდე ნომინაციაში კი სემ სმიტი და კიმ პეტრასი ისტორიული კოლაბორაციით და სიმღერა Unholy-ით არიან წარდგენილი. Billboard-ის 100 საუკეთესო სიმღერაში Unholy-მ პირველი ადგილი დაიკავა. 

MTV Video Music Awards-ის ისტორიაში წელს პირველად წლის არტისტის კატეგორიაში მხოლოდ ქალი არტისტიები არიან წარდგენილი: ბიონსე, Doja Cat, Karol G, ნიკი მინაჟი, შაკირა და ტეილორ სვიფტი. 

გარდა იმისა, რომ ტეილორ სვიფტი წლის არტისტის კატეგორიაშია წარდგენილი, მისი სიმღერა  Anti-Hero  წლის ვიდეოს, წლის სიმღერის, წლის საუკეთესო პოპ მუსიკის, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ოპერატორის და საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაშია ნომინირებული. 

2023 წლის MTV Video Music Awards სამშაბათს 12 სექტემბერს გაიმართება. დაჯილდოება პირდაპირ ეთერში გადაიცემა. გასულ წელს დაჯილდოებას ჯეკ ჰარლოუ, LL Cool J და ნიკი მინაჟი უძღვებოდნენ. 

8 აგვისტოდან გულშემატკივრებს ფავორიტი არტისტისათვის ხმის მიცემა პლატფორმა – vote.mtv.com-ზე შეუძლიათ. ხმის მიცემა კი პარასკევს 1 სექტემბერს დასრულდება. 

ნახეთ 2023 წლის MTV Video Music Awards-ის გამორჩეული ნომინაციები:

წლის ვიდეო

Doja Cat – Attention – Kemosabe Records / RCA Records 

მაილი საირუსი – Flowers- Columbia Records 

ნიკი მინაჟი- Super Freaky Girl – Republic Records 

ოლივია როდრიგო – vampire – Geffen Records 

სემ სმიტი, კიმ პეტრასი – Unholy – Capitol Records 

SZA -Kill Bill – Top Dawg Entertainment / RCA Records 

ტეილორ სვიფტი – Anti-Hero – Republic Records

წლის არტისტი

ბიონსე 

Doja Cat 

Karol G 

ნიკი მინაჟი

შაკირა 

ტეილორ სვიფტი

წლის სიმღერა 

მაილი საირუსი – Flowers – Columbia Records 

ოლივია როდრიგო – vampire – Geffen Records 

რემა და სელენა გომესი – Calm Down – Mavin Global Holdings Ltd / Jonzing World Entertainment / SMG Music / Interscope Records 

სემ სმიტი, კიმ პეტრასი – Unholy – Capitol Records 

სტივ ლეისი –Bad Habit – L-M Records / RCA Records 

SZA – Kill Bill – Top Dawg Entertainment / RCA Records Records 

ტეილორ სვიფტი – Anti-Hero – Republic Records

წლის ახალი შემსრულებელი 

GloRilla – CMG 

Ice Spice – 10K Projects

 Kaliii – Atlantic Records 

Peso Pluma-Double P Records

PinkPantheress – 300 Entertainment

რენე რეპი – Interscope Records

წლის საუკეთესო კოლაბორაცია

David Guetta & Bebe Rexha – I’m Good (Blue) – Warner Records

Post Malone, Doja Cat – I Like You (aHappier Song) – Mercury Records / Republic Records

Diddy ft. ბრაისონ ტილერი, აშანტი, იუნგ მაიამი – Gotta Move On – Motown Records

Karol G, შაკირა -TQG – Universal Music Latino

Metro Boomin The Weeknd, 21 Savage და Diddy – Creepin – (რემიქსი) – Boominati / Republic Records

საუკეთესო რეჟისურა 

Doja Cat – Attention – რეჟისორი ტანუ მუინო 

კენდრიკ ლამარი – Count Me Out – რეჟისორი დაივ ფრი და კენდრიკ ლამარი 

Megan Thee Stallion – Her – ​​რეჟისორი კოლინ ტილი 

SZA – Kill Bill – რეჟისორი კრისტიან ბრესლაუერი 

ტეილორ სვიფტი – Anti-Hero – რეჟისორი ტეილორ სვიფტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი და რინგო სტარი Billboard-ის ჩარტებში The Beatles-ისგან დამოუკიდებლად პირველად მოხვდნენ 

შემდეგი სტატია

 „მოზაიკის ეფექტი“  – Vinda Folio-მ ახალი EP წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი