HBO-მ სერიალი The Idol პირველი სეზონის შემდეგ დახურა

„ხანგრძლივი ფიქრის და განხილვის შემდეგ, HBO-მ, პროექტის შემქმნელებმა და პროდიუსერებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ სერიალის მეორე სეზონი აღარ იქნება“ – აღნიშნა HBO-ს სპიკერმა შოუს დახურვის შესახებ განცხადებისას.
ფოტო: ედი ჩენი/HBO

პირველი ხმაურიანი სეზონის შემდეგ, HBO-მ სერიალი The Idol დახურა. შოუს ერთ-ერთი შემქმნელი და იდეის ავტორი The Weeknd იყო, შემოქმედებით გუნდში ასევე იყვნენ Euphoria-ს რეჟისორი სემ ლევინსონი და მწერალი და პროდიუსერი რეზა ფაჰიმი. The Idol-ის სიუჟეტი პოპ ვარსკვლავის, ჯოსლინის ირგვლივ ვითარდება, რომლის როლსაც ლილი-როუზ დეპი ასრულებს. მაყურებელმა სერიალში  The Weeknd  მსახიობის ამპლუაშიც იხილა, არტისტი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ტედროსს განასახიერებს.

„The Idol HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული პროექტი იყო და ჩვენ მოხარულები ვართ იმ უკუკავშირით, რაც აუდიტორიისაგან მივიღეთ“ – აღნიშნა HBO-ს სპიკერმა  შოუს დახურვის შესახებ განცხადებისას. „ხანგრძლივი ფიქრის და განხილვის შემდეგ, HBO-მ, პროექტის შემქმნელებმა და პროდიუსერებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ სერიალის მეორე სეზონი აღარ იქნება. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით პროექტს შემქმნელებს, სამსახიობო ჯგუფს და პროექტზე მომუშავე გუნდს არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაოსათვის.„

სერიალი პრემიერამდეც განხილვის საგანი იყო. ხმაური გამოიწვია გავრცელებულმა სცენებმა, ასევე გადასაღებ მოედანზე შესაძლო ტოქსიკურმა გარემომ და ასე შემდეგ. როდესაც კანის კინოფესტივალზე The Idol-ის პრემიერა შედგა, The Weeknd-მა Vanity Fair-თან ინტერვიუს დროს შოუ დაიცვა და საზოგადოებაში შექმნილ ხმაურს დაუპირისპირდა. კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე The Weeknd-მა ასევე განაცხადა, რომ მას და სემ ლევინსონს სურდათ, „რაიმე განსხვავებული შეექმნათ, ზოგიერთი ადამიანი გაემხიარულებინათ, ზოგი კი გაებრაზებინათ.“

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, The Idol-ს პრემიერის ღამეს, 4 ივნისს, 913,000-მა მომხმარებელმა უყურა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო ორი თვის მონაცემებით, პირველი ეპიზოდის მაყურებელთა რიცხვმა საერთო ჯამში 7 მილიონს მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ საპრემიერო პერიოდში Billboard-ის  Hot Trending Songs ჩარტებში The Idol-ის საუნდტრეკები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„Billboard საქართველოს“ ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შემდეგი სტატია

ნელი ფურტადო ახლა თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი