აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების მასპინძელი იყო. წვეულებას ჰიპ-ჰოპის ძველი და ახალი ვარსკვლავები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ Common, Jeezy, MC Lyte და სხვა რეპერები.
ჰიპ-ჰოპის დაბადების დღე 1973 წლის 11 აგვისტოთი თარიღდება. ჟანრის შექმნას კლივ კემპბელს მიაწერენ, რომელიც ცნობილია სახელით DJ Kool Herc. სწორედ ის იყო დიჯეი ბრონქსის ერთ-ერთ სახლში გამართულ სკოლის წვეულებაზე, საიდანაც ჰიპ-ჰოპის ისტორია იწყება.
ღონისძიებაზე კამალა ჰარისმა თქვა, რომ ჰიპ-ჰოპი „ამერიკის ხელოვნების ფორმაა, რომელმაც ქვეყნის პოპკულტურის ყველა ასპექტის ფორმირება მოახდინა”.
„ჰიპ-ჰოპ კულტურა ამერიკული კულტურაა,” – მიმართა მან აუდიტორიას.
მალე Ჰიპ-ჰოპი გლობალურ ხელოვნებაში გადაიზარდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კულტურულ ძალად, სოციალური და რასობრივი სამართლის მოძრაობების განუყოფელ ნაწილად და მულტიმილიარდი დოლარის ინდუსტრიად იქცა.
„ის ყოველთვის გადმოსცემს ხალხის ხმას და ჰყვება ისტორიებს, რომლებიც არ ხვდებიან ახალ ამბებში,” – თქვა ჰარისმა, რის შემდეგაც მეუღლეს, დაგ ემჰოფს შეუერთდა და სცენა მუსიკოსებს დაუთმო. თავად ემჰოფმა კი აღნიშნა: „ეᲡ ჰიპ-ჰოპ ოჯახია.”