ტეილორ სვიფტი, ნიკი მინაჟი და 2023 წლის MTV Video Music Awards-ის სხვა რეკორდსმენები

Ice Spice, შაკირა და სელენა გომესი ასევე არიან იმ არტიტებს შორის, ვინც VMA-ის ისტორია შექმნეს.
ტეილორ სვიფტი 2023 წლის MTV Video Music Awards-ზე

2023 წლის MTV Video Music Awards-ზე ტეილორ სვიფტმა ცხრა პრიზი მოიგო. ეს შედეგი  ერთ ღამეში მოგებული პრიზების რეკორდზე მხოლოდ ერთი ჯილდოთი ნაკლებია. 1987 წელს პიტერ გებრიელმა გამარჯვება 10 ნომინაციაში მოიპოვა.

წლევანდელმა პრიზებმა სვიფტის VMA-ის ჯილდოების საერთო რაოდენობა 23-მდე გაზარდა. ამით კი სვიფტმა VMA-ის ყველა დროის ლიდერებში ბიონსეს შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბიონსეს ჯამში 30 ჯილდო აქვს მოგებული: ორი მათგანი Destiny’s Child-თან ერთად, ორი კი როგორც The Carters-ის წევრს.

სვიფტის Anti-Hero, რომელიც Billboard-ის Hot 100-ში 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, წლის ვიდეოს ნომინაციის გამარჯვებული გახდა. ეს სვიფტისთვის ამ კატეგორიაში მოპოვებული მეოთხე ჯილდოა, რითაც მან ახალი რეკორდი დაამყარა. აქამდე აღნიშნული ნომინაცია ორზე მეტჯერ არავის მოუგია. გარდა ამისა, სვიფტი გახდა პირველი არტისტი, რომელმაც წლის ვიდეოს ჯილდო ერთმანეთის მიყოლებით მოიგო (შარშან მას პრიზი  All Too Well: The Short Film-ისთვის გადაეცა).

ტეილორ სვიფტმა ასევე დაამყარა რეკორდი წლის ვიდეოს ნომინაციაში გამარჯვებული ვიდეოებისთვის, რომელთა რეჟისორიც ან თანარეჟისორიც თავადვეა (იგი თანარეჟისორია You Need to Calm Down-ის, ხოლო სოლო რეჟისორია All Too Well: The Short Film და Anti-Hero-ს ვიდეოებში).

სვიფტმა მოიპოვა საუკეთესო რეჟისურის ჯილდოც კლიპისთვის Anti-Hero. ამ კატეგორიაში ეს მისი მესამე გამარჯვებაა, რითაც სვიფტი, დევიდ ფინჩერისა და სპაიკ ჯოუნზის შემდეგ,  მესამე რეჟისორი გახდა, ვისაც აღნიშნული პრიზი სამჯერ აქვს მოგებული.

სვიფტის Anti-Hero-მ გაიმარჯვა წლის სიმღერის ნომინაციაში და ასევე მოიგო საუკეთესო პოპ სიმღერის კატეგორიაც.  

აგრეთვე სვიფტმა დაიმსახურა პრიზები ნომინაციებისთვის: წლის არტისტი, წლის ალბომი (Midnights), ზაფხულის საუკეთესო შოუ, საუკეთესო კინემატოგრაფია და საუკეთესო ვიზუალური ეფექტები. 

თუმცა ტეილორ სვიფტი არ ყოფილა ერთადერთი არტისტი, რომელმაც 2023 წლის VMA-ზე რეკორდები დაამყარა:

ნიკი მინაჟმა რეკორდული მეხუთე გამარჯვება მოიპოვა საუკეთესო ჰიპ-ჰოპ მუსიკის ნომინაციაში სიმღერით Super Freaky Girl. სიაში მინაჟს დრეიკი მოსდევს, რომელიც ამ კატეგორიაში სამი მოგებით მეორე ადგილზეა. 

წლის საუკეთესო ახალი არტისტის კატეგორიაში გამარჯვებული Ice Spice გახდა. ეს უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, როცა ნომინაციას ქალი არტისტი იგებს. 2018 წელს ჯილდოს მფლობელი გახდა ქარდი ბი, 2019 წელს ბილი აილიში, 2020 წელს Doja Cat, 2021 წელს ოლივია როდრიგო და 2022 წელს დოუვ კამერონი.

შაკირამ 2023 წლის VMA-ზე ორი ნომინაცია მოიგო: „ვიდეო ავანგარდი” და საუკეთესოო კოლაბორაცია Karol G-სთან ერთად. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს მესამე შემთხვევაა, როცა საუკეთესო კოლაბორაციის ნომინაცია ორი ქალის დუეტმა მოიგო. 2020 წელს ჯილდოს მფლობელები ლედი გაგა და არიანა გრანდე, ხოლო 2021 წელს Doja Cat და SZA გახდნენ. გარდა ამისა, ეს მიყოლებით მეორე წელია, როცა ვიდეო ავანგარდის პრიზის მფლობელი იმავე წელს სხვა კატეგორიასაც იგებს. შარშან ნიკი მინაჟმა მოიგო საუკეთესო ჰიპ-ჰოპ მუსიკის ნომინაცია სიმღერით Do We Have a Problem.

ორ კატეგორიაში გაიმარჯვა Blackpink-მა: წლის ჯგუფი და საუკეთესო ქორეოგრაფია სიმღერაში Pink Venom.

Rema და სელენა გომესის Calm Down კი ახალი კატეგორიის – საუკეთესო აფრობითსის გამარჯვებული გახდა. გომესმა 10 წლის წინ მოიგო საუკეთესო პოპმუსიკის ნომინაცია სიმღერისთვის Come and Get It. 

უკვე მეორე წელია, რაც საუკეთესო ლათინო მუსიკის ჯილდო Anitta-ს გადაეცემა. წელს მან პრიზი Funk Rave-ისთვის მიიღო, შარშან კი Envolver-ისთვის. Anitta მეორე არტისტი გახდა, ვინც ეს კატეგორია ზედიზედ ორჯერ მოიგო. 

Საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის ნომინაცია ლანა დელ რეიმ მოიგო სიმღერით  Candy Necklace, რითაც ამ კატეგორიაში გამარჯვებული პირველი სოლო ქალი არტისტი გახდა. აღსანიშნავია, რომ 1999-დან 2019 წლამდე ნომინაცია შეჩერებული იყო. 

დოუვ კამერონმა, რომელმაც შარშან საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდო დაიმსახურა, წელს მოიგო ნომინაცია Video for good სიმღერისთვის Breakfast.

Საუკეთესო K-pop-ის ნომინაცია Stray Kids-მა მოიგო. ჯგუფი გასულ წელსაც იყო ნომინირებული, მაგრამ შარშან პრიზი ლალისას ხვდა წილად. 

საუკეთესო როკმუსიკის ნომინაციის გამარჯვებული Måneskin გახდა სიმღერით The Loneliest. შარშან ჯგუფმა საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის კატეგორია მოიგო და მეორე ჯგუფი გახდა Green Day-ს შემდეგ, რომელსაც ორივე ნომინაცია აქვს მოგებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ექსპერიმენტული ლეიბლის Didube Records-ის სამი ახალი არტისტის ანონსი Ezo Festival-ზე

შემდეგი სტატია

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი 30 სექტემბერს მე-10 საიუბილეო სეზონს ხსნის

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი