Wonka-ს რეჟისორის თქმით, ტიმოთი შალამეს „მშვენიერი სასიმღერო ხმა აქვს“

ფილმში, რომელიც 15 დეკემბერს გამოვა, მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.

მალე მაყურებელი ტიმოთი შალამეს ფილმში სახელწოდებით Wonka ცნობილი პერსონაჟის როლში იხილავს. Wonka ბრიტანელი ავტორის, როალდ დალის 1964 წლის რომანის, სახელწოდებით Charlie and the Chocolate Factory ადაპტაციაა.  ახლახან, ფილმის რეჟისორმა – პოლ კინგმა სურათის მუსიკალური ნაწილის შესახებ ისაუბრა. „არ მსურდა, რომ ეს ყოფილიყო უბრალოდ მიუზიკლი, სადაც პერსონაჟები დიალოგებისას კონკრეტული დატვირთვის გარეშე მღერიან. მიმაჩნია, რომ არის ეს იქნება ფილმი სიმღერებით და არა – მიუზიკლი.“ – აღნიშნა კინგმა Total Film magazine-თან ინტერვიუში.  

პოლ კინგმა ტიმოთი შალამეს მუსიკალურ შესაძლებლობებზეც ისაუბრა და ამბობს, რომ მას „მშვენიერი სასიმღერო ხმა აქვს“. რეჟისორის თქმით, შალამეს ვოკალურმა უნარებმა თავისი საყვარელი მომღერალი გაახსენა – „იგი ბინგ კროსბის მახსენებს. მას დიდი დიაპაზონი აქვს და ნამდვილ, რეალურ ემოციებს გადმოსცემს. შესაძლოა თავდადებული ფანივით ვსაუბრობ.“ 

Rolling Stone-თან ინტერვიუში კინგმა აღნიშნა, რომ ვილი ვონკას პერსონაჟზე ის თავიდანვე კონკრეტულად ტიმოთი შალამეს განიხილავდა. „ეს ტიმოთი შალამეა. სასწავლებელში ყოფნისას მისი მუსიკალური შესრულების ვიდეოები Youtube-ზეა განთავსებული და მათ ათიათასობით ნახვა აქვს.“ – აღნიშნა რეჟისორმა. „ვიცოდი, რომ ტიმოთი შალამეს სიმღერა და ცეკვა შეეძლო, თუმცა არ ვიცოდი, ამ მხრივ რამდენად კარგი იყო. როდესაც ვესაუბრე, ძალიან დაინტერესდა.“ – თქვა პოლ კინგმა ინტერვიუში. 

ტიმოთი შალამესთან ერთად, ფილმში Wonka ასევე მონაწილეობენ კიგან-მაიკლ ქი, სალი ჰოუკინსი, ჰიუ გრანტი, ოლივია კოლმენი და როუენ ატკინსონი.  ფილმის პრემიერა 2023 წლის 15 დეკემბერს შედგება. 

ნახეთ Wonka-ს ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რასელ ბრანდი, 2014 წლის 6 ოქტომბერი, ლონდონი, ფოტო: მაიკლ მარსლენდი

ინგლისელი მსახიობი რასელ ბრანდი ბრიტანულ გამოცემებში გამოქვეყნებულ ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ უარყოფს

შემდეგი სტატია

ბონი ტაილერის - Total Eclipse of the Heart Bonnie

ბონი ტაილერის სიმღერის Total Eclipse of the Heart  ვიდეოს Youtube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი