ინგლისელი მსახიობი რასელ ბრანდი ბრიტანულ გამოცემებში გამოქვეყნებულ ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ უარყოფს

კომიკოსმა და ინფლუენსერმა ბრალდების საპასუხოდ ვიდეო გამოაქვეყნა
რასელ ბრანდი, 2014 წლის 6 ოქტომბერი, ლონდონი, ფოტო: მაიკლ მარსლენდი
რასელ ბრანდი, 2014 წლის 6 ოქტომბერი, ლონდონი, ფოტო: მაიკლ მარსლენდი

16 სექტემბერს, ბრიტანულმა მედია საშუალებებმა კომიკოს და ინფლუენსერ რასელ ბრანდის შესახებ სექსუალურ ბრალდებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. ოთხი ქალის ბრალდების საფუძველზე მას გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.

რასელ ბრანდმა ბრალდებები უარყო და დასძინა, რომ ყველა კონტაქტს წინ ურთიერთშეთანხმება უძღოდა. 

გამოცემების თანახმად ბრალდებულთაგან ერთი ქალი ამტკიცებდა, რომ იგი გააუპატიურეს, სამი ქალი კი რასელ ბრანდს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. მათგან ერთ-ერთმა თქვა, რომ რასელმა მასზე როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურადაც იძალადა.

ამის საპასუხოდ რასელ ბრანდმა Youtube არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი ბრალდებებს უარყოფს. ტელევიზიის და ბეჭდური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „შემაშფოთებელს“ უწოდებს და „მეინსტრიმულ მედიად“ მოიხსენიებს.

„გასაოცარია ეს თავდასხმა და ბრალდებები რაც მე მივიღე. ეს ბრალდებები იმ პერიოდს ეკუთვნის, როცა მე პოპულარობის ზენიტში ვიყავი, ხშირად წერდნენ ჩემზე გაზეთებში და მიღებდნენ ფილმებში. არ უარვყოფ, რომ საკმაოდ უხამსი ვიყავი, თუმცა ყველა ურთიერთობა რაც კი მქონია შეთანხმების საფუძველს ემყარებოდა. ამ თემებთან დაკავშირებით მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ და ახლაც ღიად ვისაუბრებ.“ – განაცხადა რასელ ბრანდმა.

რასელ ბრანდის ვარაუდით, მისი შეხედულებების გამო, იგი კოორდინირებული თავდასხმის მსხვერპლია და  გარკვეული ჯგუფი მის დისკრედიტაციას ცდილობს. რასელი COVID-19-ის ვაქცინის მიმართ სკეპტიკური შეხედულების გამოც გააკრიტიკეს.

რასელ ბრანდმა, როგორც სტენდაფერმა პოპულარობა 2000-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა. მოგვიანებით იგი Channel 4-ზე და BBC რადიოში მიიწვიეს, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა.

2008 წელს, რასელ ბრანდმა ჰოლივუდის ფილმ Forgetting Sarah Marshall-ში ითამაშა, 2011 წელს კი ფილმ Arthur-ის რიმეიქში. 2010-2012 წელს, იგი ამერიკელ პოპ-ვარსკვლავზე კეტი პერიზე იყო დაქორწინებული. 

ბოლო წლების განმავლობაში რასელ ბრანდი პოლიტიკურ მოვლენებზე ამახვილებდა ყურადღებას და YouTube არხზე აქტიურად აქვეყნებდა ვიდეოებს პირად თავისუფლებაზე, COVID-19-ზე და სხვა აქტუალურ თემებზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილის და Nikala-ს „სერიოზული მუსიკა” კონსერვატორიის სცენაზე

შემდეგი სტატია

Wonka-ს რეჟისორის თქმით, ტიმოთი შალამეს „მშვენიერი სასიმღერო ხმა აქვს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Soapbox Race

Red Bull Soapbox Race – თბილისი შერეკილი ეკიპაჟების რბოლისთვის ემზადება

13 სექტემბერს, ღვინის აღმართზე, საკუთარი ხელით აწყობილი ბოლიდებით ერთმანეთს 20 გუნდი შეეჯიბრება. გამარჯვებულ გუნდს კი ბაქოში, ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან პრიზე გამგზავრება ელის.
მეტი
Moby Lindsay Hicks

Moby ხალხს მოუწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს“.

პროდიუსერმა და მუსიკოსმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინეაპოლისის აგენტებმა ალექს პრეტი მოკლეს
მეტი

ინგლისელი მუსიკოსი კრის რი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი მომღერალი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი კრის რი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, 74 წლის გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახი ავრცელებს.
მეტი

„ტიკტოკის” თქმით, ტრამპის განცხადების შემდეგ ის აშშ-ის მომხმარებლებისთვის სერვისების აღდგენას ცდილობს

„გუგლმა” და „ეფლმა”, ფედერალური აკრძალვის თანახმად, აპლიკაცია უკვე ამოიღეს ციფრული მარკეტებიდან.
მეტი