მუსიკალური რეკომენდაციები თინა დალაქიშვილისგან

„Billboard საქართველოს“ ვიდეო რუბრიკის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი ადამიანები საყვარელ ალბომებს, კომპოზიციებს, არტისტებს და უბალოდ მუსიკალურ რეკომენდაციებს გვიზიარებენ. ამჯერად რუბრიკის სტუმარია მსახიობი და მხატვარი თინა დალაქიშვილი.
თინა დალაქიშვილი - მსახიობი / მხატვარი
თინა დალაქიშვილი – მსახიობი / მხატვარი

თინა ქართულმა აუდიტორიამ პირველად სერიალ „შუა ქალაქში“ ეპიზოდური როლით გაიცნო, რასაც მოჰყვა როლები ფილმებში: „სეზონი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „სიყვარული აქცენტით”, „ჩემი ცოლის დაქალები”, „მძევლები”, „აბიგაილი“  და სხვა.  2023 წელს თინას  მონაწილეობით Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი Extraction 2 გადაიღეს.

თინა დალაქიშვილის მუსიკალური რეკომენდაცია 70-80 იანი წლების პოსტ პანკსა და ფსიქოდელურ როკზე შეჩერდა, რომელთა შორის  როკ-ჯგუფი  THE CURE და ამერიკული ბენდი The Cramps დასახელდა. Საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ორივე ბენდი 1976 წელს ჩამოყალიბდა და ჟანრობრივად პოსტ-პანკის, ახალი ტალღის, ალტერნატიული როკის, გოთიკური და ფსიქოდელური როკის ელემენტებს აერთიანებს.

ნახეთ თინას მუსიკალური რეკომენდაციები „Billboard  საქართველოში.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ემი უაინჰაუსის მუსიკალურ ვიდეოს – Back to Black პლატფორმა YouTube-ზე მილიარდი ნახვა აქვს

შემდეგი სტატია

Netflix-ის დოკუმენტურ სერიალში – Beckham ვიქტორია ბექჰემი თავისი ქორწინების ყველაზე რთულ პერიოდზე საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი